ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე კატეგორიულად არ...

“სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე კატეგორიულად არ ვეთანხმები შემდეგი გარემოებების გამო…” – ბაჩანა შენგელია

იურისტი, სამოქალაქო აქტივისტი ბაჩანა შენგელია პოზიციას აფიქსირებს და განმარტებებს აკეთებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მორიგ ინიციატივაზე რეფერენდუმთან დაკავშირებით:

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე კატეგორიულად არ ვეთანხმები შემდეგი გარემოებების გამო:

გაცხადებულია და არაერთი გამოკითხვით დადასტურებულია, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალს მხარს უჭერს მოსახლეობის 80%-ზე მეტი;

ძალიან დიდი რისკია ასეთი რეფერენდუმის ჩატარება, როდესაც ზუსტად ვიცით სარეფერენდუმო კითხვაზე, ,,მხარს უჭერთ თუ არა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსს”, ხელისუფლებას და მის მომხრეებს აქვთ უარყოფითი პასუხი. ისინი აქამდე ფარულად, მაგრამ რუსული კანონის მიღების შემდეგ, უკვე ღიად ეწევიან ანტიდასავლურ რიტორიკას.

ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცდება დაწიოს ეს პროცენტი. შესაბამისად, არის რისკი, რომ მივიღოთ გაცილებით დაბალი რიცხვი, ვიდრე ეს დღეს გვაქვს (80%) და ეს კატასტროფის ტოლფასი იქნება.

ასევე, კონსტიტუციის და საარჩევნო კოდექსის თანახმად, რეფერენდუმი ტარდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და იურიდიულად ეს მხოლოდ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგაა შესაძლებელი.

თეორიულად, ახლა მხოლოდ პლებისციტის ჩატარებაა შესაძლებელი, რომელსაც მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. აქ ისმის ითხვა, რის რეკომენდაციას ვუწევთ ხელისუფლებას?

მან ასევე თქვა, ხელმოწერები მოიტანეთო, ალბათ იგულისხმა 200 000 ხელმოწერა, რომელიც საჭიროა რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნისთვის. ამხელა რესურსის დახარჯვა ასეთი არაფრისმომტანი და სარისკო ამბისთვის, გაუმართლებელი მგონია“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბაჩანა შენგელია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სხვისი შვილების უსამართლო პატიმრობით, განაჩენი საკუთარი შვილებისთვის გამოაქვს…” – გია ხუხაშვილი

საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდებისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ალეკო ელისაშვილი, ეს ფიზიკური თუ პოლიტიკური აკრობატი, იწვევს სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში, რათა გახდეს დედაქალაქის...

თბილისის მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...