პარასკევი, მარტი 14, 2025
16.4 C
Tbilisi
spot_img
მთავარიისტორიული ფაქტებიბეჟან ჯავახია: "იქნებ დავფიქრდეთ ერთიანობაზე"

ბეჟან ჯავახია: “იქნებ დავფიქრდეთ ერთიანობაზე”

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბეჟან ჯავახია Facebook-ის პირად გვერდზე პარალელს ავლებს ისტორიის კონკრეტულ ფაქტებსა და დღევანდელობას შორის:

,,29 მაისი კონსტანტინოპოლის დაცემის დღეა!

ნაკლებად მოიპოვება ცნობა კონსტანტინოპოლის დაცემის ეპოქის ქართულ წყაროებში, მათი განწყობის შესახებ. თუმცა ასეთი ფრაზა გხვდება: ,,მზე ჩაესვენა კონსტანტინოპოლის დაცემით”. ასევე, გულისტკივილით წერს, კონსტანტინე გამსახურდია, რომ იმ დღეებში კონსტანტინოპოლში ჩავიდა ქართლის მეფე, ვერცხლის ნალებით დაჭერილი ცხენით და დახმარება სთხოვა სულთანს ირანის წინააღმდეგ. ასეთი ეკლეკტურია ჩვენი ხედვა კონკრეტული მოვლენის დროს.

ასევე რანსიმენი, სხვადასხვა წყაროების მიხედვით აღნიშნავს, რომ საქართველოდან აღმოჩნდნენ მმართველები, ვინც სულთანს მიულოცა. თვით ბიზანტიაში აღმოჩნდნენ პირები, რომლთა პოლიტიკა ამ საბედისწერო ჟამს ვერ იყო გამართული… დანარჩენი შეფასება თქვენთვის მომინდვია….

და კიდევ ერთი რამ, როდესაც ფერარა ფლორენციის კრებაზე კონსტანტინოპოლის ეკლესიამ უნია დადო რომის პაპთან, ამან მძიმე გამოხმაურება ჰპოვა ბერძნებში. ერთ-ერთი ამ კრების მონაწილე ბერი გიორგი, რომელიც თავიდან უნიატთა წრეს განეკუთვნება, როდესაც დაბრუნდა კონსტანტინოპოლში სასტიკი მოწინააღმდეგე გახდა უნიის. თავად იმპერატორმა გადაწყვიტა შეცვლა თავისი გადაწყვეტილების და ანტიუნიატთა მთავარ ფიგურას მარკუს ეფესელს შესთავაზა, ფლორენციაში გარდაცვლილი კონსტანტინოპოლის პატრიარქის ტახტი, მაგრამ იუარა მარკუსმა.

ასვე უარი თქვა ბერმა გიორგიმ, რადგანაც ისინი უარს ამბობდნენ იმ იმპერატორისაგან სკიპტრის მიღებაზე, ვინც მათი აზრით შერყვნილი იყო პაპიზმით.

ბედის ირონია ის იყო, რომ 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ, ბერმა გიორგიმ მიიღო პატრიარქების უფლება სულთან მეჰმედ მეორისგან, რომელმაც აია სოფია მეჩეთად გადააკეთა და გახდა პატრიარქი გენადი სახელით.

იქნებ დავფიქრდეთ ერთიანობაზე. თავი დავანებოთ უმწიკლოთა ძებნას. და გავიხსენოთ იგავი: “ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა”!!!”, – წერს ბეჟან ჯავახია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თურმე 2 კვირაა ივანიშვილი გდევნის, გითვალთვალებს და გარბიხარ ქვეყნიდან და მაინც “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრობ...

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი...

ელისო კილაძე: “გახარია, უშნოდაა ატეხილი შენი ბაბლი…”

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“თვითმფრინავის ბიჭების” მბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ კი ვხედავთ ისტორიის ვინ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას,...

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...