კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გაუგებარია ზეწოლა, რომელიც კანონთან დაკავშირებით ხორციელდება" -...

“გაუგებარია ზეწოლა, რომელიც კანონთან დაკავშირებით ხორციელდება” – კახა კალაძე დასავლეთის მხრიდან კრიტიკაზე

როცა მეგობარი ქვეყანა ხარ, ხომ უნდა გვითხრა კონკრეტული არგუმენტი და აგვიხსნა, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი?“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.

კახა კალაძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების მიმართ დასავლეთის მხრიდან წამოსულ კრიტიკას, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხება.

კრიტიკა, რომელიც მოდის და რომელსაც არანაირი არგუმენტი არ ახლავს, გაუგებარია. ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ, რომ მზად ვართ, შევიდეთ შინაარსობრივ განხილვაში, თუნდაც საჯარო პოლემიკა გავმართოთ, რომ საზოგადოებისთვის ყველა დეტალი ხელმისაწვდომი იყოს. ასევე, პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერმე მოუწოდა ელჩებს, თუ სურვილი ექნებოდათ, მათი ჩართულობაც ყოფილიყო. თუმცა, ვერ მივიღეთ პასუხი, არგუმენტი, თუ რატომ შეიძლება გამჭვირვალობა შეიძლება იყოს ცუდი. გაუგებარია ზეწოლა, რომელიც აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით ხორციელდება.

ჩვენ გავაკეთეთ განცხადებები, რომ ამ კანონის მიღება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის, რომ, საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია, თუ რაში იხარჯება დონორი ორგანიზაციებისგან შემოსული თანხები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, არგუმენტები არც ქვეყნის გარედან, არც ქვეყნის შიგნიდან არ არსებობს და პასუხი არის „იმიტომ“.

როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან ვერ მოვისმინეთ არგუმენტები. შეიძლება ჩვენ ვცდებით რაღაცაში, არასწორ კანონს ვიღებთ, მაგრამ როცა მეგობარი ქვეყანა ხარ, ხომ უნდა გვითხრა კონკრეტული არგუმენტი და აგვიხსნა, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი? ან რომელი მუხლი მოდის წინააღმდეგობაში ადამიანის უფლებებთან? ან რომელი მუხლი ეწინააღმდეგება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას? არგუმენტები უბრალოდ არ არსებობს?

მარტივი სიცრუის კამპანიაა ჩართული, რომ ეს ქართული კანონი, თითქოს არის რუსული. არადა ამაზე პასუხს ვერავინ სცემს, რატომ არის რუსული. მათი ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რაც გუშინაც მოვისმინეთ, არის „იმიტომ“. წარმოუდგენელია, როგორ რეალობაში გვიწევს მუშაობა. ვფიქრობ, საზოგადოება ყველაფერს ნათლად ხედავს, რა პროცესები მიდის, რატომ არის ამხელა აჟიოტაჟი ატეხილი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მკერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აზერბაიჯანსაც ომი უნდა?!” – გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილის კონკრეტული პარალელი და (არა)რიტორიკული შეკითხვა: "ალიევივით ქვეყნის გამთლიანების...

“ყველაზე მეტი ემოცია და შეძახილი მოჰყვა სიტყვა რევოლუციას და ეს გააკეთეს ახალგაზრდებმა” – ნანუკა...

საპროტესტო აქციაზე დაფიქსირებულ კონკრეტულ პოზიციას და გამოხატულ ემოციას ეხმიანება...

“ამოსავალი წერტილი არის მშვიდობის შენარჩუნება, რასაც მოჰყვება ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის...

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური “ვარკეთილი” 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...