პარასკევი, ივლისი 4, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და თქვენ საუბრობთ ამერიკისგან...

“ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და თქვენ საუბრობთ ამერიკისგან და ევროპისგან მომდინარე საფრთხეზე. ხალხო, სანამდე მიხვედით? რეალობას თვალი გაუსწორეთ!” – პაატა მანჯგალაძე ხელისუფლებას მიმართავს

საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე მწვავე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს მმართველი პარტიის გადაწყეტილებებზე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზასთან დაკავშირებით:

,,მე ვალდებული ვარ, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ მართალი ვიყო ჩემ თავთან და ისტორიასთან. თქვენი აღქმები დაფუძნებულია არასწორად წარმოდგენებს. მაგალითად, თქვენი პატრიოტიზმი, 200 წელია საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა, პატრიოტიზმი დაკავშირებულია რუსეთისგან საქართველოს თავისუფლებასთან. თქვენი პატრიტიზმი… რა მოიგონეთ, რა უბედურება მოიგონეთ, რომ დასავლეთისგან უნდა დავიცვათ თურმე საქართველო. ეს საიდან მოიგონეთ, ვის მოაფიქრდა? ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და თქვენ საუბრობთ ამერიკისგან და ევროპისგან მომდინარე საფრთხეზე. ხალხო, სანამდე მიხვედით? რეალობას თვალი გაუსწორეთ!

ახლა მეორე, ,,სუვერენიტეტს ვიცავთო” – რა სუვერენიტეტს იცავთ ხალხო, ამერიკა არის 25 000 კმ-ის იქით. სუვერენიტეტის მთავარი საფრთხე არის რუსეთი! ესეც არასწორი აღქმა არის, სუვერენიტეტს იცავთ.

ისტორია არ იცით ხალხო?! თქვენ რას დათმობთ იმაზე მეტს, რაც შევარდნაძემ დაუთმო რუსებს! მინისტრები დაუნიშნა, დსთ-ში შევიდა და 1 სმ-ით წინ არ წაწეულა ტერიტორიული მთლიანობის გზაზე.

კობახიძეს დასცინეს რუსებმაც, სეპარატისტებმაც. გგონიათ, გამიხარდა? მეწყინა, რომ რანგის ადამიანიც არ გამოჩნდა, საჭიროდ არ ჩათვალეს, თქვენზე რომ ეპასუხათ. ამ დონეზე დაიყვანეთ დღეს საქართველო”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“რუსეთის ჩვენზე თავდასხმის წლისთავისთვის, პროვინციალური ტირანია ამზადებს დიდ ღალატს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საფრთხეებზე მიანიშნებს: "ის, ვინც...

“სუფთა სინდისით შემიძლია დღეს გითხრათ – მოგიტ***თ სამართლიანობა” – გოჩა მირცხულავა “ქართული ოცნების” ამომრჩევლებზე

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სამართალსა და სამართლიანობაზე საუბრობს და მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ვიღაცამ საჯაროდ დამაჯერებლად უნდა ახსნას, თუ როგორ და რა რესურსებით აპირებს ასეთ მოცემულობაში ხელისუფლების...

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს აფიქსირებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: "არჩევნების...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...