პარასკევი, აგვისტო 1, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიჩვენთვის არ იყო მოულოდნელი, ის რომ ოპონენტებმა სკეპტიკურად...

ჩვენთვის არ იყო მოულოდნელი, ის რომ ოპონენტებმა სკეპტიკურად შეაფასეს და პრაქტიკულად უარი თქვეს ევროპარლამენტართა მისიის მიღებაზე – გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ, გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. საკითხი ეხებოდა ევროპარლამენტართა შემადგენლობით შემსწავლელ კომისიას, რომელიც საქართველოში ჩამოვა და „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დაკავების ასპექტებს შეისწავლის. ვოლსკის განცხადებით: ამის აუცილებლობა ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკურმა სპეკულაციამ და გაუგებარმა განცხადებებმა გამოიწვეს.

უამრავი სპეკულაცია, განცხადებები, გაუგებრობა, შეუთანხმებელი პოზიციების გაჟღერება მოჰყვა გიგი უგულავას სასამართლოს დასრულებას და გამოტანილ განაჩენს.

როგორც მოგეხსენებათ, სტრასბურგში მყოფმა პარტიის გენერალურმა მდივანმა და აღმასრულებელმა მდივანმა, გამართეს ინტენსიური კონსულტაციები ჩვენს ევროპელ კოლეგებთან და გადაწყდა, რომ შეიქმნება ევროპარლამენტართა შემადგენლობით მრავალპარტიული ფაქტების დამდგენი მისია, რომელიც საქართველოში ჩამოვა და ამ საკითხებს სამართლებრივ-პოლიტიკური ასპექტით განიხილავს ჩვენთან ერთად და შესაბამის დასკვნებს გააკეთებს, იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდა.

ეს თემა უნდა გახდეს საერთაშორისო მსჯელობის საგანი, მხოლოდ მას მერე, რაც კომპეტენტური დასკვნა იქნება გაკეთებული, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრთა სხვადასხვაობა მნიშვნლოვნად აზიანებს საქართველოს და მის სტაბილურობას. ქმნის არასწორი ინფორმაციის გავრცელების წინაპირობას,” – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის განცხადებით, ოპოზიცია აღნიშნულ გადაწყვეტილებას სკეპტიკურად აფასებს და ფაქტიურად უარზეა, რომ ევროპულმა დელეგაციამ შეისწავლოს გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებული საკითხი, რამაც კითხვები უნდა გააჩინოს როგორც საზოგადოებაში, ასევე მედიაში.

რასაკვირველია, ჩვენთვის არ იყო მოულოდნელი, ის რომ ოპონენტებმა სკეპტიკურად შეაფასეს და პრაქტიკულად უარი თქვეს ასეთი მისიის მიღებაზე. ეს იწევევს დამატებით შეკითხვებს. ჩვენი ძალა და ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საერთაშორისო დონეზე უნდა ემყარებოდეს მხოლოდ სიმართლეს.

ამ პროცესში ხელის შეშლა და უარყოფითი განცხადებების გაკეთება, რაც დილიდან ჩვენი ოპონენტების პოზიციის მთავარი გამოხატულება გახდა, საკმაოდ მნიშვნელოვან შეკითხვებს უნდა ბადებდეს როგორც მედიაში, ასევე საზოგადოებაში.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასეთი მისიის ჩამოსვლა ჩვენთვის, თქვენთვის, საზოგადიებისათვის იქნება მნიშვნელოვანი. არა მარტო იმიტომ, რომ სტაბილურობა შევძინოთ პოლიტიკურ პროცესს, არამედ იმიტომაც, რომ საზოგადოებამ აშკარად დაინახოს განსხვავება იმ პოზიციას შორის, რომელიც ჩვენ გვაქვს და იმ პოზიციასთან მიმართებაში, რომელიც ჩვენს ოპონენტებს გააჩნიათ,” – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დროზე დავიწყოთ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად, ესაა ის, რასაც ხალხი ითხოვს – არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის პოლიტიკური პოზიცია და განმარტებები...

“ივანიშვილი შავ აგვისტოს უმზადებს საქართველოს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მძიმე ვარაუდებს გამოთქვამს და...

“რა ვიცი აბა ჯუანშერ, რანაირად აგცდებიან ესენი?! 🤷🏻‍♂️” – ლევან ხაბეიშვილი ჯუანშერ ბურჭულაძეზე

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სკანდალური ინფორმაციებით ეხმაურება...

“ის კაცი რატომ არის ბრძენი და ქვეყნის გადამრჩენი, დროგამოშვებით ქურდ და აგენტ პრემიერებს რომ...

ლელა ჯეჯელავა კონკრეტული ფაქტებით - შეფასებები, მინიშნებები, განმარტებები (არა)რიტორიკული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...