spot_img
მთავარისხვადასხვასატელევიზიო არხების ყველაზე დიდი დამფინანსებლების ათეული 2024 წლის...

სატელევიზიო არხების ყველაზე დიდი დამფინანსებლების ათეული 2024 წლის I კვარტალში

2024 წლის პირველ კვარტალში ტელემაუწყებლებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 14 მილიონი ლარი მიიღეს. მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონის ფარგლებში, ComCom-ში ტელევიზიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, რეკლამის დამკვეთები, რომლებიც „ტელეიმედში“, „რუსთავი 2“-ში, „მთავარ არხში“, „პოსტივიში“, „ფორმულასა“ და „ტვ პირველში“ ყველაზე მეტ თანხას ხარჯავდნენ შემდეგია:

2024 წლის I კვარტალში „ტელეიმედს” 100 000-დან 500 000 ლარამდე „პსპ ფარმა“-მ, „სმარტ კაპიტალ ქონსალთენს“-მა, „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია“-მ, „Henkel Central Asia Caucasus LLP“-მა, „ნესტლე საქართველო“-მ, „დიპლომატ ჯორჯია“-მ, „ავერსი ფარმა“-მ, „Reckitt Benckiser healthcare“-მ და „მაკდონალდმა“ გადაუხადეს, ხოლო 50 000-დან 100 000 ლარამდე „იბერია რეფრეშმენტსი“-მა დახარჯა.

„რუსთავი 2”-ში (მედია ჰოლდინგი) „პსპ ფარმა“-მ და „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია“-მ, 100 000-დან 500 000 ლარამდე დახარჯეს, „ავერსი ფარმა“-მ და „ნესტლე საქართველო“-მ 50 000-დან 100 000 ლარამდე, ხოლო „დიპლომატ ჯორჯია“-მ, „მარტინ პამაჩ“-მა, „GlaxoSmithKline Consumer Healthcare“-მ, „ლაქტალის ჯორჯია“-მ, „თიბისი ბანკმა“ და „იბერია რეფრეშმენტსმა“ 7 000-დან 50 000 ლარამდე გადაიხადეს.

„პოსტვ“-ის რეკლამაში 100 000-დან 500 000 ლარამდე „ჯეოკეპ“-მა, „კავეა“-მ, „ბუნებრივმა აირმა“, „სტერეო+“-მა, „რესპუბლიკამ“ გადაიხადეს, ხოლო 50 000-დან 100 000 ლარამდე თანხა „ქართული რძის პროდუქტებმა“, შპს „ბუნება“-მ, გიორგი სანებლიძემ, „ტიფლის ფაბ“-მა და შპს „გრინ ლენდი“-მ დახარჯეს.

„მთავარი არხს“ 100 000-დან 500 000 ლარამდე დაკვეთა “კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია“-მ, „პსპ ფარმა“-მ და „ავერსი ფარმა“-მ მისცეს, 50 000-დან 100 000 ლარამდე „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“-მა, „მაკდონალდსმა“, „სელფი მობაილ“-მა და „დიპლომატ ჯორჯია“-მ დახარჯეს, Henkel Central Asia Caucasus-მა, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“-მ და „გლოვო“-მ ტელევიზიას 7 000-დან 50 000 ლარამდე გადაუხადეს.

„ტელეკომპანია პირველს“ 100 000-დან 500 000 ლარამდე „პსპ ფარმა“-მ, ხოლო 50 000-დან 100 000 ლარამდე „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია“-მ გადაუხადეს. იმ დამკვეთების ჩამონათვალი კი, რომლებმაც ტელევიზიაში 7 000-დან 50 000 ლარამდე დახარჯეს ასეთია: „პირველი მეღვინეობა“, „ჩინური მედიცინის ცენტრი“, „მაკდონალდსი“, „ევრომეტალი“, „სელფი მობაილ“, „სილქნეტი“, „ლიბერთი ბანკი“ და „დანკინ დონათსი“.

ტელეკომპანია „ფორმულას“ დამკვეთ კომპანიებს, რომლებიც ტელევიზიას 100 000-დან 500 000 ლარამდე უხდიდნენ „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია“ და „პსპ ფარმა“ წარმოადგენდნენ. ხოლო კომპანიები, რომლებმაც მაუწყებელში 7 000-დან 50 000 ლარამდე დახარჯეს „თეგეტა მოტორსი“, „ჩინური მედიცინის ცენტრი“, კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი, „თიბისი ბანკი“, „ორთაჭალა გეითი“, „კავეა“, „ემტექნიკსი“ და „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“ არიან.

„ჯი-დი-ეს“-ის დამკვეთების ათეული, რომლებმაც მაუწყებელს 50 000-დან 100 000 ლარამდე გადაუხადეს ასეთია: „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია“, Reckitt Benckiser healthcare, „იბერია რეფრეშმენტსი“, Henkel Central Asia Caucasus, „გლოვო“, „ნესტლე საქართველო“, „ვოლტი“, „მონდელიზ საქართველო“, „დიპლომატ ჯორჯია“ და „ლაქტალის ჯორჯია“.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...