ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რუსეთის იმპერიას ნებით არავისთვის აუხსნია უღელი და არ...

“რუსეთის იმპერიას ნებით არავისთვის აუხსნია უღელი და არ დაუბრუნებია ტერიტორიები” – გოჩა მირცხულავა

საზოგადოებაში გავრცელებულ მოსაზრებას, რომ შესაძლებელია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოსთვის დაბრუნების საკითხის განხილვა დაიწყოს, პირდაპირი შეკითხვებით და კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა:

აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თემით სპეკულირება, ოცნების მორიგი ტრიუკია. ჯერ ახსნან “ვინ აბრუნებს?”, “აფხაზები გვიბრუნდებიან?”, “რა პირობით?”, კონფედერაციის არსი განუმარტონ ამ იდეით ასაგდებ ქაჯებს და რისკები, ეკონომიკური ტვირთი.

რამდენი დევნილია მზად დაბრუნდეს სახლში, დაბრუნებულები აბარებენ მათთვის ჩვენი ფულით (გადასახადის გადამხდელების) გადაცემულ სახლებს “აქ”? რა ინვესტიციის ჩადებას გეგმავს თბილისი აფხაზეთის აღსადგენად და საიდან ეს ფული? ჯარი, ფული, საგარეო კურსი – ემთხვევა ჩვენი და მათი ინტერესები? მილიონი სხვა კითხვაა, რომელზედაც პასუხი თავად აფხაზებს არ აქვთ და ერთი წამით არ დაიჯეროთ, რომ სოხუმი გააკეთებს იმას, რასაც ეტყვის მოსკოვი.

ყველაზე მთავარი – რუსეთის იმპერიას ნებით არავისთვის აუხსნია უღელი და არ დაუბრუნებია ტერიტორიები.

ასე რომ ბიძინამ და მისმა ხელისუფლებამ ეს “ქართული ოცნება” მორიგ საარჩევნო აფიორად აირჩია და იმედს ვიტოვებ, ამ იდიოტობას არავინ განიხილავს რეალობად“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გოჩა მირცხულავა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ და ყველა ჟესტი, სიტყვა თუ ქმედება ამ ბრძოლის ნაწილად აღიქმება” –...

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

ლევან ხაბეიშვილი: დიდი წმენდაა დაწყებული “ოცნებაში”

„დიდი წმენდაა დაწყებული „ოცნებაში“, ლილუაშვილს ქვეყნიდან გასვლა აქვს აკრძალული,...

“მკაფიო ზღვარი გავავლოთ – რა არის არჩევნები და რა არის სპეცოპერაცია” – გია ბარამიძე

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და საქართველოში მოქმედმა პროდასავლურმა პარტიებმა ერთობლივად განაცხადეს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...