საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომას ირონიული პოსტით ეხმაურება ყოფილი გენერალური პროკურორი და თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი:
“შოთაძის გადადგომის ამბავი რომ გავიგე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამათ ჩვენ არჩევნებით ვერ გავუშვებთ ხალხო.
ესენი სანქციების შიშით არჩევნებამდე ან დეკრეტულში გავლენ ან ბიულეტენზე.
ისტორიას როგორი გამეორება სცოდნია. ბოლო 30 წელიწადში მეორე გენ. პროკურორი გაიპარა ქვეყნიდან ისე, რომ თანამშრომლებსაც არ დაემშვიდობა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ირაკლი ოქრუაშვილი.