ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიისტორიული ფაქტები"დაგვცინიან, როცა რუსული მთავრობა, თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, ამ...

“დაგვცინიან, როცა რუსული მთავრობა, თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, ამ დღეს აღნიშნავენ” – გია ჯაფარიძე მმართველ პარტიაზე

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გია ჯაფარიძე facebook-ის პირად გვერდზე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს, სადაც 26 მაისის ისტორიულ ფაქტებს იხსენებს და მწვავე შეფასებებს აკეთებს მმართველი პარტიის მიმართ:

,,1921 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობის შემდეგ, მაშინდელმა სერგო ორჯონიკიძეებმა 26 მაისი აღნიშნეს, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

1922 წელსაც აღნიშნეს. თითქოს საქართველოს ოკუპაცია არ მომხდარიყო. დაპყრობილ ქვეყანაში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდნენ.

1922 წლის ბოლოს ოდნავ სახეცვლილ რუსულ იმპერიაში ძალით შეგვტენეს.

ახლა ყველაზე მწვავედ მაქვს განცდა, რომ ასი წლის წინ რაც ხდებოდა, ისევ იმავეს გამეორება სურთ პუტინს და ,,რუსულ ოცნებას”, ფარსად და გროტესკად, მაგრამ ფარსი და გროტესკიც ჟანრებია.

მაშინ ხიშტი და მაუზერი დაჭირდათ, ახლა იგივეს რუსული კანონით აკეთებენ. დაგვცინიან, როცა რუსული მთავრობა, როცა თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები ამ დღეს აღნიშნავენ.

უნდა გავერთიანდეთ საქართველოს თავისუფლების დასაცავად”, – წერს გია ჯაფარიძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჭკუის მომკითხავი აღარ დაგრჩათ მანდ ვინმე, ქოცებო?!” – ელისო კილაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თბილისში, ირანის საელჩოში გამართულ...

“ბოლო სერიაში ესენი მაინც ყველა შემთხვევაში გარბიან. ნებისმიერი სცენარით” – ნინო ჯანგირაშვილი მმართველ გუნდზე

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოლიტ-სცენარი: "ბოლო სერიაში ესენი...

“რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ არ გვჭირდება სადღეგრძელოები” – ანა წითლიძე

საპროტესტო აქციაზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...