შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა"მხოლოდ ეს არის მიზეზი ამ კასტრატული ვნებისა, კანონი...

“მხოლოდ ეს არის მიზეზი ამ კასტრატული ვნებისა, კანონი კი საბაბად მოიდეს!” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას კონკრეტული მინიშნებებით აფასებს:

ეს ყალბი აურზაური მანიაკი სააკაშვილის (ქვეყნის შიგნით) და მისი ევრო-ამერიკელი ამფსონების (ქვეყნის გარედან) ოინებია:

საქართველოში ომით ფული ვერ იშოვეს და ახლა საქართველოში მშვიდობით ფულის შოვნის შანსსაც კარგავენ!

სამხრეთის დერეფანი და გზაჯვარედინი მსოფლიო მნიშვნელობას იძენს, – საქართველო ხდება არა მარტო აღმოსავლეთის და დასავლეთის, არამედ ჩრდილოეთის და სამხრეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის საკვანძო ადგილი.

ეს ფაქტორი ბევრს უმღვრევს გონებას, – საქართველოში მშვიდობით დაინტერესებულია ევროპაც და აზიაც, აღმოსავლეთიც და დასავლეთიც, ჩრდილოეთიც და სამხრეთიც!

ამავდროულად კი, საქართველოში მშვიდობა მიუღებელია იმ ძალებისთვის, რომელთაც დიდი სურვილი აქვთ, ეს სივრცე მხოლოდ მათი კონტროლის ქვეშ იყოს და მგზავრთა თუ ტვირთ-ნაკადები საკუთარ ნებაზე გაატარონ.

მხოლოდ ეს არის მიზეზი ამ კასტრატული ვნებისა, კანონი კი საბაბად მოიდეს!
დიდი ფულია ყველაფრის თავი და თავი!

დიდი პოლიტიკაა ყველაფრის ანი და ჰოე!

გზაჯვარედინის კონტროლის სურვილი იწვევს “მსოფლიო პოლიციელის” კრუნჩხვებს, რადგან ეუბნებიან, რომ საქართველოში “გაი” დიდი ხანია გაუქმდა და “შვიშტოკით” აქ აღარავინ დააყენებს!“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...