საქართველოს ხელისუფლების მიმართ აშშ-დან მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებით მმართველი პარტიის წარმომადგენლების რეაქციებს ეხმაურება ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი:
“ყველა უბედურებასთან ერთად, იმდენად ვიწრო აზროვნება აქვთ, რომ ყველაფერი აშშ-ში მოგზაურობის შეზღუდვამდე დაყავთ და თავს იმშვიდებენ.
სინამდვილეში რომ პროცესი დომინოს პრინციპით განვითარდება და მათი უსაფრთხოების და კეთილდღეობის ყველა ასპექტს შეეხება ზემო მაჩხაანშიც კი, ამაზე წარმოდგენაც არა აქვს.
დაელოდეთ ბატონებო, ყველაფერი იქნება, თქვენ ამას იმსახურებთ.
სხვა საკითხია, რომ თქვენი სიბრიყვის გამო ზარალს ჩვენი ქვეყანა და ყველა ჩვენთაგანიც მივიღებთ, მაგრამ ვფიქრობ, თქვენგან განსხვავებით მხოლოდ დროებითს“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.