ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველო ეკუთვნის არა რუს ოლიგარქს, არამედ თითოეულ ჩვენგანს!...

“საქართველო ეკუთვნის არა რუს ოლიგარქს, არამედ თითოეულ ჩვენგანს! კი ევროპას, არა რუსულ რეჟიმს!” – 7 ოპოზიციური პარტიის ერთობლივი განცხადება

7 პროდასავლური ოპოზიციური პარტიის ერთობლივი განცხადება ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით:

ჩვენ, პროდასავლური, დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ და ქმედით ძალისხმევას საქართველოს კონსტიტუციის, სუვერენიტეტისა და თავისუფლების, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის დაცვის საქმეში.

• აშშ-ს ამგვარი მხარდაჭერა საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების უწყვეტი, პრინციპული, მშვიდობიანი პროტესტის დამსახურებაა, რომელსაც ოლიგარქ ივანიშვილის მთავრობა ძალადობით პასუხობს;

• გვინდა მივმართოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან რუსული რეჟიმის სამსახურში:

  • იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ, ჩამოშორდეთ რუსულ რეჟიმს და შეუერთდეთ ქართველ ხალხს ჩვენი სამშობლოს ევროკავშირისა და ნატოში გაწევრიანებისთვის ბრძოლაში, კიდევ გრჩებათ შანსი, დაიცვათ საკუთარი თავი და ოჯახები საერთაშორისო სანქციებისგან.
  • გადმოდით სიმართლის მხარეს. ამ შემთხვევაში მზად ვართ ვიმოქმედოთ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, რომ ხელი შევუწყოთ თქვენი და თქვენი ოჯახების განრიდებას სანქციების მძიმე შედეგებისგან.

საქართველო ეკუთვნის არა რუს ოლიგარქს, არამედ თითოეულ ჩვენგანს!
კი ევროპას, არა რუსულ რეჟიმს!” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში რომელსაც ხელს აწერს 7 ოპოზიციური პარტია:

ახალი
გირჩი მეტი-თავისუფლება
დროა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ლელო საქართველოსთვის
რესპუბლიკური პარტია
სტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვიღაცეები ციხე-კურორტზე რომ არიან წამოკოტრიალებულები და მსხვერპლს თამაშობენ…” – ლალი მოროშკინა

საგამოძიებო კომისიაზე ჩვენება მისცა ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი...

პაატა მანჯგალაძე: “რეჟიმის ჩამოშლა დაწყებულია და ახლა მთავარი საკითხია როდის გამოვიყენებთ ცვლილების წინაპირობებს...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე მმართველ გუნდში სექმილ...

“ვარ შემართებით და ბრძოლის განწყობით, გამარჯვებაში დარწმუნებული” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე თავისი დაბადების 44 წლისთავს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...

“ასე გვაკლდება კაცები და ვრჩებით მოგონებებთან” – ნადიმ ხმალაძე ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში ნაბრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...