ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ან ასეთი თანამდებობა რად უღირს “ქართულ ოცნებას” ან...

“ან ასეთი თანამდებობა რად უღირს “ქართულ ოცნებას” ან ასეთი ლექცია, როცა ყველა მათ გადაადგილებაზე ადამიანები უნდა სცემონ ქუჩაში?!” – პაატა მანჯგალაძე

ბოლო პერიოდში, აქტივისტებთან მიმართებაში, განსაკუთრებით გახშირებული ძალადობის ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პარლამენტის დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე:

რეჟიმი ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ რუსულია და დაუფარავად გადავიდა საქართველოს ინტერესების ღალატზე. ჩვენ ვნახეთ სამარცხვინო და საქართველოს ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი განცხადებები ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მისამართით.

ერთ თვეზე მეტია ვუყურებთ უმოწყალი დარბევებს. დღესაც უნივერსიტეტთან კობახიძეს რომ არ შეჰქმნოდა დისკომფორტი და გაჰქცეოდა ახალგაზრდების სამართლიან კითხვებს, “ქართული ოცნების” ზონდერ ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ ახალგაზრდებს. ან ასეთი თანამდებობა რად უღირს “ქართულ ოცნებას” ან ასეთი ლექცია, როცა ყველა მათ გადაადგილებაზე ადამიანები უნდა სცემონ ქუჩაში?!

საქართველო იქნება ცივილიზებულ მსოფლიოსთან, ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან ერთად თუ რუსეთთან, ირანთან და ჩრ. კორეასთან ერთად ეს პრინციპული და ფუნადამენტური საკითხია და ამაზე საკუთარი პოზიცია ვალდებული ვართ დავაფიქსიროთ ყველამ ყველგან, მათ შორის, ქუჩის პროტესტით.

კიდევ ერთხელ, უდიდესი მადლობა და პატივისცემა იმ ხალხს, ვინც არ ეგუება რეჟიმს და ყოველდღე, ქარში თუ წვიმაში დგას ქუჩაში.

რუსული რეჟიმი დასრულდება! საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, ძლიერი და ევროკავშირის წევრი ქვეყანა!” – განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ლელოს” გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“აუცილებლად გავიმარჯვებთ! ვინც ითანამშრომლებს რეჟიმთან გაქრება” – თენგო თევზაძე

ოპოზიციის საპროტესტო აქტივობების შედეგებზე საუბრობს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო...

“ივანიშვილი საბოლოოდ კლავს ქართულ განათლებას, ანგრევს იმ სისტემებს რომელიც მე დიდი რუდუნებით ავაშენე” –...

განათლებისა და მეცნიერების სფეროში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს და მძიმე...

“სხვისი შვილების უსამართლო პატიმრობით, განაჩენი საკუთარი შვილებისთვის გამოაქვს…” – გია ხუხაშვილი

საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდებისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...