ოთხშაბათი, ივნისი 25, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როდესაც ქვეყნის ინტერესი დგას პირველ პლანზე, საკუთარი თავი...

“როდესაც ქვეყნის ინტერესი დგას პირველ პლანზე, საკუთარი თავი ნაკლებად საინტერესოა” – კახა კალაძე მოსალოდნელ სანქციებზე

ამით უკან დაგვახევინებენ და ქვეყანას დავთმობთ, ვინმეს ასე წარმოუდგენია? გადავიტანთ როგორმე“, – აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, პირველ ადგილზე ახლა ქვეყნის ინტერესი დგას და არა პირადი.

არ მაქვს ამის პრობლემა. როდესაც ქვეყნის ინტერესი დგას პირველ პლანზე, საკუთარი თავი ნაკლებად საინტერესოა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს ქვეყანა და მისი მომავალი. საქართველოს არასდროს იქნება ვინმეს კოლონია. ეს დამოკიდებულება ყველამ უნდა შეიცვალოს.

რატომ უნდა იყოს დაწესებული სანქციები. რის გამო? უფრო ძლიერი სახელმწიფოა და უნდა დაგვჩაგრონ, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იქცეოდნენ? – კი ბატონო, გააკეთონ. ამით უკან დაგვახევინებენ და ქვეყანას დავთმობთ, ვინმეს ასე წარმოუდგენია? გადავიტანთ როგორმე.

გამოვიარეთ ისეთი რთული პერიოდი, როგორიც მაგალითად, პანდემია იყო, როდესაც ყველანაირი გადაადგილება შეზღუდული გვქონდა და ყველაფერს გავუძლებთ. როდესაც ქვეყანაზეა საუბარი, მეც, ჩემი ოჯახის წევრები, თანამდებობის პირები გავუძლებთ ყველაფერს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის განვითარება, მშვიდობის შენარჩუნება და არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქვეყანაში მოხდეს ის პროცესები, რაც, ჩვენდა სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება. ქვეყანაში შენარჩუნებული იქნება მშვიდობა და მოხდება განვითარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცნების” ლოგიკით გამოდის, რომ არც სააკაშვილმა იცოდა, რასაც განზრახ უკეთებდა გარეული თუ შინაური მტერი”...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, საგამოძიებო კომისიაზე...

“ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ჯიუტად ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, არსებულ ხელისუფლებას, რადგან ვერ შეძლო თავისი აგენტურის...

„ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ჯიუტად ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, არსებულ ხელისუფლებას,...

“თავისუფლება არ იკარგება ხელბორკილით, ის ქრება დუმილითა და დანებებით” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე საზოგადოებას  ერთგვარი "ხმამაღალი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ქოცნების” ლოგიკით გამოდის, რომ არც სააკაშვილმა იცოდა, რასაც განზრახ უკეთებდა გარეული თუ შინაური მტერი”...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, საგამოძიებო კომისიაზე...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...