ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქვეყნის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში,...

“ქვეყნის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ვის ანდობს ქვეყნის ბედს და არა გარედან ვიღაცებმა” – კახა კალაძე

ჩვენ მოწადინებულები ვართ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა, ჩაატაროს საარჩევნო კამპანია და თავისი შეხედულებები გაუზიაროს ქვეყნის მოსახლეობას“, – აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის მაიკლ კარპენტერის მოსაზრების საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვით, გამჭვირვალობის კანონი შექმნის იმგვარ კლიმატს, რომელიც ხელს შეუშლის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კანონის მიღება არანაირ კავშირში არაა არჩევნებთან.

რა შუაშია არჩევნები გამჭვირვალობის კანონთან? შეგიძლიათ ერთი მაგალითი მოიყვანოთ, როგორ შეიძლება შეიზღუდოს არასამთავრობოების საქმიანობა გამჭვირვალობის კანონის მიღებით? კანონი ითხოვს მხოლოდ ერთ რამეს: როცა არასამთავრობო ორგანიზაცია გაქვს და თანხებს იღებ უცხოეთიდან, დონორი ორგანიზაციებიდან, ეს უნდა დაადეკლარირო და საზოგადოებას უნდა უთხრა, ვისგან მიიღე და რაში დახარჯე. სხვა არაფერზეა საუბარი.

ამასთან რა შუაშია არჩევნები და ტოლობის ნიშნის დასმა აღნიშნულ კანონპროექტთან? რატომ უნდა დადგეს არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ? ჩვენ მოწადინებულები ვართ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა, ჩაატაროს საარჩევნო კამპანია და თავისი შეხედულებები გაუზიაროს ქვეყნის მოსახლეობას. ქვეყნის მოსახლეობამ გადაწყვიტოს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში და ვის ანდობს ქვეყნის ბედს და არა გარედან ვიღაცებმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ევროკავშირი კი არა, თქვენი ანტიქართული ქმედებებია ამ პროტესტების ორგანიზატორი!” – პაატა მანჯგალაძე პაპუაშვილს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა...

“შეცდომებს თუ არ ვაღიარებთ და გავიაზრებთ, ერთ წრეზე ვივლით” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე პოლიტიკურ პროცესში კონკრეტულ შეთავაზებებს იხსენებს: "შეცდომებს...

“ყველაზე მეტი ემოცია და შეძახილი მოჰყვა სიტყვა რევოლუციას და ეს გააკეთეს ახალგაზრდებმა” – ნანუკა...

საპროტესტო აქციაზე დაფიქსირებულ კონკრეტულ პოზიციას და გამოხატულ ემოციას ეხმიანება...

“ჩვენ შევუკვეთეთ ევროპული ღირებულებები და ჩამოგვივიდა ევროპული ექსტრემიზმი” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს ევროკავშირთან მიმართებაში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...