ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დროზე მოეგეთ გონს, ნუ გადააყოლებთ ივანიშვილსა და რუსების...

“დროზე მოეგეთ გონს, ნუ გადააყოლებთ ივანიშვილსა და რუსების ახირებას ქვეყნის პერსპექტივას” – პაატა მანჯგალაძე ხელისუფლებას მიმართავს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სკანდალურ განცხადებას ეხმაურება, ასევე, ქვეყანაში შექმნილ მძიმე რეალობაზე ამახვილებს ყურადღებას “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე და ხელისუფლების წარმომადგენლებს კონკრეტული შეთავაზებებით მიმართავს:

მართლა ვერ ხვდებით რას აკეთებთ თუ თავს ისულელებთ? ვის აინტერესებს ამერიკაში ვიზით წახვალთ თუ ღირსებით მექსიკიდან შეიპარებით. აქ საუბარია მართლა ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხზე და თქვენ მიერ რუსებთან ერთად წამოწყებულ ე.წ. მტრის ჩანაცვლების სპეცოპერაციაზე რომლითაც დასავლეთს აცხადებთ მტრად და რუსეთს ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტორად.

რა სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა უნდა დაიცვათ ამერიკისა და ევროკავშირისგან, როცა რეალურ მტერზე, რომელიც თბილისადან 30 კილომეტრში დგას, სიტყვას არ ძრავთ და უფრო მეტიც, მათთან ერთად მოქმედებთ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.

ახლა წესით თქვენი ბელადი ივანიშვილი, თქვენი და ქვეყნის ბედი რომ აინტერესებდეს, ამ გეოპოლიტიკური მარცხის გამო გაერიდებოდა პოლიტიკას და ამით თქვენც და ქვეყანასაც აარიდებდა მის მიერ წამოწყებულ ავანტიურაზე პასუხისმგებლობას მაგრამ ის ამას არ გააკეთებს მანამ სანამ იქ არ დაგაბრუნებთ საიდანაც ამოგიყვანათ და ბოლომდე არ დაგაკარგინებთ ყველაფერს რაც მან მოგცათ.

რა უბედურება გჭირთ, ევროკომისარს აბრალებთ ტერაქტის მუქარას, ამერიკას სუვერენიტეტის ხელყოფას, თქვენ რა გგონიათ, პუტინი სხვას რას ლაპარაკობს განსხვავებულად?! კიდევ რა უნდა თქვათ ან გააკეთოთ რომ ნამდვილ რუსად იგრძნოთ თავი?

დროზე მოეგეთ გონს თუ ვინმეს შეგრჩათ ჭკუა და გონება. ნუ გადააყოლებთ ივანიშვილსა და რუსების ახირებას ქვეყნის პერსპექტივას და თუნდაც თქვენს მომავალს.

დრო ჯერ კიდევ არის”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

“სალომე ზურაბიშვილზე ისრების გადატანა უსამართლო მგონია” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში მწვავე შეფასებას აკეთებს ოპოზიური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...