ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართულ ოცნებას” არ აქვს გააზრებული, თუ რა ძალასთან...

“ქართულ ოცნებას” არ აქვს გააზრებული, თუ რა ძალასთან აქვს საქმე” – მარიამ მეყანწიშვილი

სამოქალქო აქტივისტი, მარიამ მეყანწიშვილი სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ე.წ. ,,რუსული კანონის” მიღებისა და ამ ფონზე, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობებთან დაკავშირებით:

,,2023 წელს ,,ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული კანონპროექტი ახალგაზრდებისა და ქართველი ხალხის მწვავე პროტესტის გამო უკან გაიწვიეს და პირობაც კი მივიღეთ ჩვენი სახელმწიფოს ინსტიტუტის წარმომადგენლებისგან, რომ ეს კანონი არანაირი ფორმით არ დაუბრუნდებოდა დღის წესრიგს.

თუმცა, 2024 წელს ხელისუფლებამ თავიანთი დანაპირები დაარღვია, ხელახლა მოახდინეს კანონპროექტის ინიცირება და ამით გადაწყვიტეს, რომ არეულობა, დაპირისპირება შემოეტანათ ქვეყანაში. ამასთან კანონპროექტში არც შინაარსი, არც ფორმა არ შეუცვლია, უბრალოდ განსხვავებული ტერმინოლოგია შემოიღეს.

მმართველ პარტიაში თითქოს დავალებული აქვთ, რომ ეს კანონი ნებისმიერ ფასად მიიღონ და, შესაბამისად, ხდება ადამიანების დაშინების, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და სიკვდილამდე მიყვანის ფასადაც კი.

,,ქართულ ოცნებას” არ აქვს გააზრებული, თუ რა ძალასთან აქვს საქმე. ვგულისხმობ, ჩვენს ახალგაზრდებს, სტუდენტებს, მოსწავლეებს, თუნდაც მათ მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს, რომელთაც მყარად აქვთ გადაწყვეტილი ევროინტეგრაცია.

მეც, როგორც მოქალაქე, ახალგაზრდა აქტივისტი, ვაპროტესტებ ყველა იმ მცდელობას, რომელიც ხელს შეუშლის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

გავრცელდა კადრები, სადაც მე სპეცრაზმელებთან ვდგავარ. სხვა ადამიანებისგან ვავიგე, რომ თურმე ცალკეული ტელეკომპანიების ობიექტივში მოვხვედრილვარ. არადა, ჩემი წინა ხაზზე ყოფნა, სპეცრაზმის პირისპირ დგომა ეს იყო იმპულსური და ემოციებიდან გამომდინარე. ნებისმიერ მოქალაქეს სწორედ ასეთი იმპულსები ამოძრავებდა მაშინ, როდესაც არა მარტო თვითგადარჩენაზე, არამედ გვერდით მდგომი ადამიანების გადარჩენაზე ფიქრობდა. რატომღაც, თითქოს გავითავისე და პასუხისმგებლობა ავიღე, რომ ჩემ გვერდით ვინც იყო, სპეცრაზმის წინ ჩემი გადადგომით წვლილს შევიტანდი მათ გადარჩენაში. ეკიპირების გარეშე მყოფ ადამიანებს რაღაც პერიოდი მაინც გადავარჩენდი, ვთქვათ, წიწაკის სპრეის ან ცრემლსადენი გაზის შესხურებისგან.

ჩემი მთავარი მიზანი დღემდე აქციებზე დგომის გახლავს ის, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს შევუწყოთ ხელი და ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი, როგორსაც იმსახურებს. წლების მანძილზე ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ და სისხლის ფასადაც კი, რომ დამოუკიდებლობა მოგვეპოვებინა. არავის აქვს ამ ქვეყანაში უფლება, რომ ეს მონაპოვარი წაგვართვას. ჩვენ კიდევ ვალდებულები ვართ და ჩვენი მოვალეობაა, რომ ეს მონაპოვარი დავიცვათ, თუნდაც სისხლის ფასად”, – განაცხადა მარიამ მეყანწიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ტოტალიტარიზმი მკვიდრდება, ტირანია ჩნდება. დიქტატი უკვე გვაქვს” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია ქვეყანაში შექმნილი რეალობის შეფასებას ახდენს: "ტოტალიტარიზმი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...