შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვაკახა კალაძე: "ვენეციის კომისიის დასკვნა გაჯერებულია პოლიტიკური განცხადებებით"

კახა კალაძე: “ვენეციის კომისიის დასკვნა გაჯერებულია პოლიტიკური განცხადებებით”

ჩვენ მივიღეთ დასკვნა გაჯერებული პოლიტიკური განცხადებებით“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ვენეციის დასკვნის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, დასკვნა, ნაცვლად სამართლებრივი შენიშვნებისა, პოლიტიკური განცხადებებით არის გაჯერებული:

ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერანაირი არგუმენტი და განმარტება, თუ რატომ არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ცუდი. გვქონდა მოლოდინი, რომ სამართლებრივი შენიშვნები იქნებოდა. ამასთან დაკავშირებით გამოვხატეთ სრული მზაობა, რომ შესწორებები გაგვეკეთებინა. თუმცა, მივიღეთ დასკვნა გაჯერებული პოლიტიკური განცხადებებით. ისინი სამართლებრივ მსჯელობაში არ შესულან. გვითხრეს, კანონი გაიწვიეთო. არადა კანონი არის გამჭვირვალობის შესახებ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ტელევიზიებმა, რომლებიც 20%-ზე მეტ დაფინანსებას იღებენ უცხოეთიდან, ამის დეკლარირება მოახდინონ და საზოგადოებას უთხრან, თუ რაში იხარჯება უცხოეთიდან შემოსული თანხები. წარმოუდგენელია, რატომ ეწინააღმდეგება გამჭვირვალობა ევროპულ ღირებულებებსა და ევროპულ მომავალს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამართლებრივი შეფასებების ნაცვლად, ვენეციის კომისიამ წარმოადგინა პოლიტიკური მესიჯები.

ვენეციის კომისიას აზრს რომ ეკითხები, ეს ნორმალური პროცესია. ამას უნდა მოჰყვეს სამართლებრივი, შინაარსობრივი, კონკრეტული ფაქტები, თუ რატომ არის კარგი ან რატომ არის ცუდი. როდესაც ეს ყველაფერი არ არსებობს წარმოდგენილ დასკვნაში და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ „მესიჯებს“ შეიცავს, ძალიან მძიმეა. მძიმეა ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრების ჩამოსვლა და ანტისამთავრობო მიტინგებზე გამოსვლები, იგივე პირდაპირი მოწოდებები კანონის გაწვევასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ, უხეში ჩარევაა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში. ნურავის ჰგონია, რომ საქართველო ვინმეს კოლონიაა. ნუ ექნებათ ეს დამოკიდებულება.

ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო. პატივს ვცემთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს და არასდროს ვიკადრებთ, რომ რომელიმე მეგობარი ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩავერიოთ, განცხადებები და მოწოდებები ვაკეთოთ. საფრანგეთმა თუ მიიღო, აშშ-ში თუ მოქმედებს და სხვადასხვა ქვეყანაში, რატომ არ შეიძლება საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში მოქმედებდეს იგივე კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას და დეკლარაციის წარდგენას ითხოვს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ქვეყანაში არიან წარმოდგენილი? ეს ხომ არ ეხება ფიზიკურ პირებს, სტუდენტებს, მეცნიერებს და ა.შ.“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ გვინდა შეგვრჩეს ქვეყანა, დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ!” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, რეგიონში მიმდინარე სერიოზული გეოპოლიტიკურ ცვლილებებებს, საქართველოსთან მიმართებაში...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“გახარია გაიქცა, სალომე თავისუფალია!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ბონდო მძინარაშვილის ირონიული...