ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დღეს პირველი ეტაპის გაერთიანება არის უპირობო ერთიანობა კონკრეტული...

“დღეს პირველი ეტაპის გაერთიანება არის უპირობო ერთიანობა კონკრეტული პირობების თაობაზე” – ბეჟან ჯავახია

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბეჟან ჯავახიამ ბრიფინგი გამართა, სადაც პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა. სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში იგი საუბრობს ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და ოპოზიციური ფლანგის ერთიანობის აუცილებლობასთან დაკავშირებით:

,,მოვლენები ძალიან სწრაფად იცვლება. ასეთ მხარდაჭერას ევროპისგან და ასეთ დაქცევას ამ ხელისუფლების, პირდაპირ გამომჟღავნებას ხომ არ ველოდით?! ამ წუთში ვფიქრობ, პირველი ამოცანა არის, რომ ჩვენ არჩევნებამდე უნდა მივიდეთ რაღაც საარჩევნო პირობებით და მდგომარეობით. ჩვენ ეს კანონი თუ არ დავაბრუნებით უკან, თუ ჩვენ საარჩევნო სისტემაში ცვლილებები და ცესკოს ფორმირებაში არ მივიღეთ მონაწილეობა, თვითონ ამ პარტიების ორგანიზებულობაში, ჩვენ მასე არჩევნებამდე ვერ მივდივართ, ანუ წამგებიანია. ამიტომ დღეს პირველი ეტაპის გაერთიანება, არის უპირობო ერთიანობა ამ კონკრეტული პირობების თაობაზე.

რაც შეეხება არჩევნების წინ, რასაკვირველია, ის დრო გვიჩვენებს, რომელსაც ჩვენ მივადგებით.

ძალიან რთულია, რის მიხედვითაც განასხვავებენ პარტიებს. ძალიან მაინტერესებს, ვინ არის ისეთი, რომელიც არ არის ან ,,ნაცი”, ან ,,ქოცი”. შუალედურ პარტიებს, რომლებსაც ეს ადამიანები ასახელებენ, თუ გახსოვთ, ,,რესპუბლიკელებმა”, ,,თავისუფალმა დემოკრატებმა”, ,,სახალხო ფორუმმა” და ,,კონსერვატორებმა”, ყველამ 1 მლნ აიღო იმაში, რომ ბიძინა ხელისუფლებაში მოეყვანათ.

ახლა მაპატიეთ, ესენი არ არიან არც ერთი ,,ქოცები”?! არ არის უსუფაშვილი ,,ქოცი”, რომელიც ,,ლელოშია” და მე ვარ ,,ნაცი”, რომელიც მხარს ვუჭერ, ვთქვათ – მიშას ან ,,ნაციონალებს” იმიტომ, რომ მიმაჩნია, ამას ამ წუთში შეუძლია ჩვენი წინ წაწევა?!

პოლიტიკა არ მთავრდება, პოლიტიკა არის განვითარებადი, რისი მიღწევა შეგიძლია? ამ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ამით, რომელიც ყველაზე ძლიერი პარტიაა, რომ მან უფრო წინ გადაგვადგმევინოს ნაბიჯი, როგორც ეს წინა 9 წელს მოხდა. ამ პრინციპით ვლაპარაკობთ”, – განაცხადა ბეჟან ჯავახიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მოძალადე რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებსაც დიდი როლი აქვთ...

ბოლო დღეებში საქართველოში მომხდარ კონკრეტულ ფაქტებს მწვავე პოლიტიკური შეფასებებით...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...

“დაველოდოსთ, როგორც ის ბრძენი კაცი იტყოდა😎🤓🤓🤓” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ მინიშნებებს აკეთებს: "ბოლო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...