საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლის დროს, ემოციური პოზიცია-შეფასებებით მიმართა საქართველოს მოსახლეობას:
,,ყველა თაობამ უნდა აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა. იმიტომ, რომ ერთობა არის ახლა მთავარი. მე არ მესმის და სასოწარკვეთაში ვვარდები ხოლმე, როდესაც იწყებენ ლაპარაკს ისევ პარტიულ განსხვავებაზე.
მეგობრებო, რა დროს პარტიული განსხვავებებია, ქვეყანას ვკარგავთ! საქართველო იღუპება! საქართველო აღარ იქნება მსოფლიო რუკაზე! ვის გაახსენდება თქვენი პარტიები და პროგრამები?!
ჩვენ დღეს გვჭირდება, როგორც არასდროს, ყველა წყენის დავიწყება! მე მინდა ვუთხრა იმ ხალხს, ვინც ყოველთვის ხმას აძლევდა ივანიშვილს, ერკემალი მიდის წინ და ცხვრებს მიერეკება პირდაპირ უფსკრულისკენ. გამოეყავით ამ ფარას, ნუ იქნებით ცხვრები და ყველამ ერთად ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ხედავთ თქვენ მომავალ საქართველოს. იმიტომ, რომ თქვენს გარეშე არაფერი არ გამოვა! როგორ ხედავთ განვითარებას თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის? თქვენ თავზე იფიქრეთ, თუ ქვეყანაზე არ ფიქრობთ! დარწმუნებული ვარ, ქვეყანაზე ფიქრობთ და გიყვართ!”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე