საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ჟურნალისტებთან მწვავე შეფასებას აკეთებს ,,ქართული ოცნების” პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით:
,,ვეტოს დაძლევით ,,ქართული ოცნების” ,,სიამაყე” პირველად ვნახე და თავის პოლიტიკურ აღსასრულს ასე ჩქარობდეს პოლიტიკური პარტია.
ჩვენ ვნახეთ განცხადება სახელმწიფო მდივნის, რომ ,,ეს არის რუსული სახელმძღვანელოდან პირდაპირ გადმოტანილი კანონი” და ამას მოჰყვება ძალიან მძიმე შედეგები მათთვის, ვინც ამ კანონს მიიღებს და არა საქართველოსთვის.
ახლა კითხვა დავსვათ, ,,ქართულ ოცნებას” მივმართავ, მის პროპაგანდისტებს, მხარდამჭერებს – კიდევ ვინ უნდა თქვას, რომ ეს კანონი არის რუსული?!
,,ქართული ოცნება” აღარ ჰქვია ამ პარტიას, უნდა დავარქვათ რუსული კოშმარი”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე