“საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების” თავმჯდომარე მანანა ჯებაშვილი, დღეს გამართულ ბრიფინგზე, პოზიციას აფიქსირებს გაერთიანებასთან დაკავშირებით და პროდასავლურ ოპოზიციურ სპექტრს ხელისუფლების შეცვლისთვის ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდებს:
,,დღეს დადგა დრო, როდესაც ჩვენ მოსაგები გვაქვს რუსეთთან ბრძოლის ბოლო რაუნდი. რუსეთი ხშირად საქართველოს ებრძოდა კოლაბორაციონისტების ხელით, ასე იყო 1991-1992 წლებში. თუ როგორც დასრულდა ეს, ყველამ ვიცით, მაგრამ ახლა ვითარება კიდევ უფრო მძიმეა, ვინაიდან რუსული პოლიტიკის გამტარებელი ხელისუფლება გვყავს.
ამ ხელისუფლების შეცვლის მარტივი ფორმულა არის გაერთიანება, საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციის და პარტიების. პირველ რიგში მოვუხმობთ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ, ვინაიდან მათ უნდა შეკრიბონ ერთმანეთთან ძალა, ენერგია და ყველანაირი უნარი, იმისთვის რომ მშვიდობიანად შეიცვალოს საქართველოში ხელისუფლება. ამ თემებს ჩვენ 4 კონფერენცია მივუძღვენით, მაგრამ ახლა უკვე მოქმედების დრო დადგა.
ამიტომ ჩვენ გამოვხატავთ ჩვენ აზრს და მოვითხოვთ:
საზოგადოება ერთად დგას, არასამთავრობო ორგანიზაციებიც შეძლებისდაგვარად ერთმანეთის გვერდშია, ახლა მთავარია პროდასავლური ოპოზიციური პარტიების გაერთიანება და მათ მოვუწოდებთ ამისკენ. იმედი გვაქვს, რომ მთელი საქართველო ამას გაითავისებს და ჩვენ ამ რუსეთთან ბრძოლის ბოლო რაუნდს გამარჯვებით დავასრულებთ’’, – განაცხადა მანანა ჯებაშვილმა.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი