ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქვეყნის ინტერესებით საქართველოს ხელისუფლება არასოდეს ვაჭრობს - ეს...

“ქვეყნის ინტერესებით საქართველოს ხელისუფლება არასოდეს ვაჭრობს – ეს ყველამ კარგად იცოდეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ” – კახა კალაძე

რატომ უნდა შეუჩერონ ჩვენს ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია? წარმოუდგენელია. რა განცხადებებსაც ვისმენთ დასავლეთიდან, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან, ეს არის ჩვეულებრივი ზეწოლა, შანტაჟი და მსგავსი დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის იმ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართ შესაძლო შემზღუდველი ზომების ამოქმედებას ეხებოდა.

თბილისის მერის თქმით, საქართველომ არაერთხელ დაუმტკიცა მეგობარ ქვეყნებს, რომ ის არის სანდო პარტნიორი მოკავშირეებისთვის:

ქვეყნის ინტერესებით საქართველოს ხელისუფლება არასოდეს ვაჭრობს – ეს ყველამ კარგად იცოდეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. ეს განცხადებები ცხადად მეტყველებს, ჩვენთან მიმართებით, რა დამოკიდებულება აქვთ ამ ადამიანებს. აღნიშნული რიტორიკა კატეგორიულად მიუღებელია. რატომ უნდა შეუჩერონ ჩვენს ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია? იმისთვის, რომ საქართველოში ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტი ქვეყნისთვის საჭირო და მნიშვნელოვან კანონპროექტს იღებს? ამის გამო რა განცხადებებსაც ვისმენთ დასავლეთიდან, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან – ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია.

ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისა და პარტნიორობისთვის, ჯანსაღი ურთიერთობებისთვის. საქართველომ თავისი ქმედითი ნაბიჯებით დაამტკიცა, რომ არის სანდო პარტნიორი ქვეყანა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აი, სად არის აღშფოთებულ-შეშფოთებულ ევროთვალთმაქცების ძაღლის თავი დამარხული…” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი,...

“ჩვენ ვართ კავკასიელები და უნდა ვიდგეთ იქ, სადაც დგას კავკასია” – მიხეილ სააკაშვილი

რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე საუბრობს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“მკაფიო ზღვარი გავავლოთ – რა არის არჩევნები და რა არის სპეცოპერაცია” – გია ბარამიძე

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და საქართველოში მოქმედმა პროდასავლურმა პარტიებმა ერთობლივად განაცხადეს,...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...