შაბათი, ივნისი 14, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებალოს-ანჯელესში ოსკარის რიგით 92-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ლოს-ანჯელესში ოსკარის რიგით 92-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

10 თებერვალს, ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრში შედგა ოსკარების 92-ე დაჯილდოების ცერემონია. ამერიკის კინოაკადემიამ სულ 24 ნომინაციაში გამოავლინა გამარჯვებულები.

წლის ფილმის კატეგორიაში ტრიუმფატორი ბონგ ჯუნ ჰოს, სამხრეთ კორეულმა ფილმმა „პარაზიტმა“ გაიმარჯვა. ამავე ფილმის რეჟისორმა კი ჯილდო წლის რეჟისორის ნომინაციაში მოიპოვა. ბონგ ჯუნ ჰომ ჯილდო მიიღო ასევე წლის ორიგინალური სცენარისთვისაც. „პარაზიტმა“ გაიმარჯვა წლის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაშიც.

საუკეთესო ფილმებში დასახელდა:

Ford v Ferrari
The Irishman
Jojo Rabbit
Joker
Little Women
Marriage Story
1917
Once Upon a Time in Hollywood
Parasite (გამარჯვებული)
წლის მსახიობების კატეგორიაში მამაკაცებს შორის „ოსკარი“ ჰოაკინ ფენიქსმა ფილმში „ჯოკერი“ შესრულებული როლისთვის მიიღო, ხოლო ქალებს შორის რენე ზელვეგერმა ფილმისთვის „ჯუდი“.

მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი:

ანტონიო ბანდერასი, Pain and Glory
ლეონარდო დიკაპრიო, Once Upon a Time in Hollywood
ადამ დრაივერი, Marriage Story
ხოაკინ ფენიქსი, Joker (გამარჯვებული)
ჯონათან პრაისი, The Two Popes

მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი:

სინტია ერივო, Harriet
სკარლეტ იოჰანსონი, Marriage Story
სირშა რონანი, Little Women
შარლიზ ტერონი, Bombshell
რენე ზელვეგერი, Judy (გამარჯვებული)

საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის ჯილდო ერგო ტაიკა უაიტიტის, ფილმისთვის „კურდღელი ჯოჯო“, საუკეთესო ანიმაციური ფილმი გახდა – Toy Story 4, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი – „თმის სიყვარული“ (Hair Love), საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – „ამერიკული ქარხანა“, კოსტიუმების საუკეთესო დიზაინი „პატარა ქალები“.

საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო ერგო „ჯოკერის“ კომპოზიტორს ჰილდურ გუანადოტირს, ხოლო წლის საუნდტრეკის ჯილდო მიიღო ელტონ ჯონის სიმღერამ “(I’m Gonna) Love Me Again – ფილმიდან Rocketman.

ავტორი
თეო იორდანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ზარქუა, როგორ ჩანს, თავისი შიშის ამბავს ყვებოდა” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ზარქუას...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...