პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, პარლამენტის დეპუტატი თაკო ჩარკვიანი, ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსით უპირობოდ აღნიშნავს, რომ გამარჯვების ფორმულა მხოლოდ დიდ გაერთიანებაშია:
“გამარჯვების ფორმულა: საქართველო საქართველოს გადასარჩენად, რუსეთის წინააღმდეგ , მოხდეს დიდი გაერთიანება, სადაც იქნებიან პოლიტიკოსები, სამოქალაქო სექტორი, ახალი სახეები. ეს არის გამარჯვების გზა✌️“, – აცხადებს თაკო ჩარკვიანი.