ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ ამ ტერორით ვერ დაგვაშინებთ, ჩვენ გორგასლის, აღმაშენებლის,...

“ჩვენ ამ ტერორით ვერ დაგვაშინებთ, ჩვენ გორგასლის, აღმაშენებლის, 300 არაგველის, იუნკერების და აფხაზეთის გმირების შთამომავლები ვართ” – დავით ქაცარავა

სამართალდამცავების მხრიდან მის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე საუბრობს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია”-ს დამფუძნებელი დავით ქაცარავა:

– რას დაეთრევი ამ საოკუპაციო ხაზზე, შენი დდშც” – შემაგინა ე.წ. სპეცრაზმელმა.
დარტყმა, გინება, მუშტების და წიხლების წვიმა მოყვა ამ სიტყვებს.

სვავებივით მომესივნენ შავ სპეცფორმებში გამოწყობილი ჯალათები.

მოეწონათ ჩემი სამხედრო ჩანთა და ამაგლიჯეს ეგრევე.

ჯიბიდან ამოღებული საფულე გაშალეს, დაინახეს ფული და ეგრევე ჯიბეში იტაკა ერთერთმა შავრაზმელმა.

ტელეფონი კიდევ ვიღაცის ჯიბეში აღმოჩნდა წამებში.

კარაბინზე ჩამოკიდებულ ხელთათმანს და მანქანის გასაღებს ვერაფერი მოუხერხეს, ტანზე დამაგრებულ ტაქტიკურ ჩანთასაც ვერაფერი გაუგეს და რამდენიმე წუთით თავი დამანებეს.

მთავარი მოქმედება კი მეორე, დიდი ცემის შემდეგ დაიწყო, როდესაც უკვე 10-12 სპეცჯალათის მიერ ნაცემი, ფურგონში შემაგდეს.
ნახევარი საათის განმავლობაში, ზურგსუკან შეკრულ ხელებიანს, 3-4 ჯალათი უმოწყალოდ მცემდა.
სასტიკად, გამიზნულად. დამიზნებით თავში, სახეში.

ხელებზე სპეციალური, კასტეტიანი ხელთათმანით, პროფესიონალურად დაყენებული დარტყმებით მილეწავდნენ სახის ძვლებს.

მესამე ცემა მანქანაში, ჯამში მეხუთე, ყველაზე საშინელი გამოდგა.

შეგრძნებით, უსასრულოდ გაგრძელდა ლეწვის ეს პროცესი.

ბოლოს ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი – მოკალი ამის დედას შევეცი!
ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა – მგუდავდნენ.

არ ვიცი, რამდენი ხანი გავძელი, რამდენ ხანს მგუდავდნენ.
უკვე ვფიქრობდი, რომ ცემაში სულს ამომხდიდნენ.

მეხუთე ცემა დასრულდა, როდესაც ჩემი გასისხლული და დალეწილი სახე გადაუგზავნეს თავის დამკვეთებს.

ჯალათებო და ამ ეკზეკუციის დამკვეთებო!
მადლობას გიხდით იცით რისთვის?
კიდევ ერთხელ დამარწმუნეთ იმაში, რომ ამ ქვეყანას დღეს რუსები მართავენ და ჩვენ, ამ ქვეყნის თავისუფალ შვილებს უკან დასახევი გზა არ გვაქვს, ჩახერგილია გზები და ჩვენ მხოლოდ რუსულ რეჟიმზე გამარჯვება გადაგვარჩენს!

ჩვენ ამ ტერორით ვერ დაგვაშინებთ, ჩვენ გორგასლის, აღმაშენებლის, 300 არაგველის, იუნკერების და აფხაზეთის გმირების შთამომავლები ვართ, ჩვენში ანწუხელიძის და ტატუნაშვილის სისხლი ჩქეფს, ჩვენი ცოცხალი გმირები დღეს რუსეთს ამარცხებენ უკრაინაში!

ჩვენ ეს სისხლი გვაქვს, თქვენ კი ილიას მკვლელის სისხლი გილპებათ ძარღვებში!

ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და თქვენ, ჯალათებს, ვისთვისაც ღირსება ბანკომატებთან ასოცირდება, აუცილებლად დამარცხდებით და აღმოჩნდებით ისტორიის სანაგვეზე!

ჩვენია გამარჯვება!
ძალა ერთობაშია!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!“, – დაწერა ფეისბუქის პირად გვერდზე დავით ქაცარავამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, ქვეყანაში პოლიციის, ძალოვანი სტრუქტურების როლს...

“ივანიშვილმა და ახლა რომ ოპოზიციაში “დაიპრანჭება” იმ ხალხმა, ჩახალიანი პოლიტპატიმრად შერაცხეს” – ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, სომხეთში მძიმე ბრალდებებით...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა ისედაც იგულისხმებდა მის აღიარებას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია მიხეილ ყაველაშვილის მიერ დაპატიმრებული ოპოზიციონერი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...