ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველა ის სამართალდამცავი თუ პოლიტიკოსი, რომელიც ჩართულია რეპრესიებში,...

“ყველა ის სამართალდამცავი თუ პოლიტიკოსი, რომელიც ჩართულია რეპრესიებში, აუცილებლად იქნება დასჯილი” – ელენე ხოშტარია

პარტია ,,დროას” თავმჯდომარე, ელენე ხოშტარია ჟურნალისტებთან განცხადებას აკეთებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით და ხელისუფლების მხრიდან დემონსტრანტების მიმართ დაშინებისა და ზეწოლის ფაქტებზე:

,,აბსოლუტურად ცხადია, რომ მრავალრიცხვოვანი, მრავალფეროვანი, ერთიანი, ძლიერი და უწყვეტი აქციებისგან შეშინებული ხელისუფლება ეძებს დაშინების, ბზარის შეტანის, ადამიანების ცალ-ცალკე მომწყვდევის სხვადასხვა რუსულ მეთოდს. ეს არის ზარები, რომელსაც მოქალაქეები ინტენსიურად, მასიურად იღებენ, დახვედრები, სასამართლოში დაბარებები – ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის წესით.

ასევე, ჩვენი არაერთი თანამოქალაქე უკვე არის დაკავებული და მე მინდა ამასთან დაკავშირებით გავაკეთო ,,გირჩი”/,,დროას” სახელით განცხადება.

პირველი, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებას ეშინია ჩვენი, როცა ჩვენ ვართ ერთად;

მეორე, არც ერთი ჩვენი მოქალაქე არ დარჩება მარტო. ამ ბრძოლაში არავინ იქნება სისტემასთან მარტო;

მესამე, არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ ძალიან კარგად ორგანიზებული დახმარების სისტემა, კონკრეტული რჩევები.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღვრიცხოთ ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ [დაშინების] ზარებს ახორციელებს. საბოლოო ჯამში, ჩვენ მხარდაჭერასთან ერთად არის ძალიან დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა. ყველა ის სამართალდამცავი თუ პოლიტიკოსი, რომელიც ჩართულია ამ რეპრესიებში, აუცილებლად იქნება დასჯილი”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ისევ ვდგავართ საფრთხეების წინაშე, მაგრამ მაინც ვირჩევთ სტაბილურობას და არა ქაოსს” – მაია...

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს...

“თუ ყაველაშვილის მხრიდან ამ განცხადებას არ ღებულობენ იმიტომ, რომ არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ...

პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ირონიული შეფასება-განმარტებებს აკეთებს ოპოზიციის მიერ...

“ქულების დაწერა თუ გინდათ, საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია გამოაცხადეთ, სინდისის პატიმრები გამოუშვით‼️‼️‼️” – ელისო კილაძე

მიხეილ ყაველაშვილის მიერ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ გაკეთებულ...

“კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოიკოტის მომხრეებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს: "კარგი იქნება,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...