პარასკევი, მარტი 14, 2025
16.4 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმოვუწოდებთ ოპონენტებს შეწყვიტონ სამართლებრივი პროცესების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება...

მოვუწოდებთ ოპონენტებს შეწყვიტონ სამართლებრივი პროცესების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და დაუბრუნდნენ დიალოგის პროცესს – მამუკა მდინარაძე

უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგის დროს ოპონენტები კვლავ მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიწვია. როგორც ცნობილია, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები მას შემდეგ შეწყვიტეს, როცა გიგი უგულავას მიმართ სასამართლომ კიდევ ერთხელ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და მას პატიმრობა შეუფარდა.

ოპონენტებს ვიწვევთ კვლავ დიალოგის მაგიდასთან, რადგან მიგვაჩნია, რომ დიალოგს და კონსენსუსს ალტერნატივა არ გააჩნია. ეს არის როგორც საზოგადოების მოლოდინი, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაცია, რაც პროცესების სტაბილიზაციასა და არსებული გამოწვევების მშვიდობიანი, კონსტრუქციული გზით გადაწყვეტას გულისხმობს.

გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, რომელიც როგორც ოპოზიციას, ასევე ჩვენც მოგვიწოდებს დიალოგისკენ და კვლავ მზადაა ერთგვარი შუამავლის როლი შეასრულოს პოლიტიკური დიალოგის პროცესში. ბუნებრივია ვუერთდებით საელჩოს გულისტკივილს, რომ სასამართლოს მიერ გიგი უგულავას მიმართ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგს დაემთხვა. თუმცა, აღვნიშნავთ, რომ მართლმსაჯულების განხორციელების პრეროგატივა გააჩნია დამოუკიდებელ სასამართლოს და არა პოლიტიკოსებს ან რომელიმე პოლიტიკოსს,“ – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძე ასევე აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში მაღალი სტანდარტი დაამკვიდრა ფორუფციასთან და თანხების არამიზნობრივ გაფლანგვასთნ დაკავშირებით და მოიყვანა მაგალითები, რომ მხოლოდ ოპოზიციის ლიდერი არ არის ამ ბრალდებით დაპატიმრებული, არამედ უშუალოდ მათი გუნდის წევრებიც დააკავეს მსგავსი დანაშაულებისათვის.

ვფიქრობთ, ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ვალდებულია, ჩაერთოს დიალოგის პროცესში დეესკალაციისა თუ კონსენსუსის მიღწევისთვის ოპტიმალური გზა იპოვოს ყველამ. ასევე, გვსურს რომ ცალსახად და მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ პოლიტიკა დანაშაულის ჩამდენი პირებისთვის ვერ იქნება ინდულგენცია და თავშესაფარი.

„ქართული ოცნების“ გაცხადებული პოლიტიკაა, რომ სამოხელეო დანაშაულის, განსაკუთრებით კი გადასახადის გადამხდელთა თანხების არამიზნობრივად გამოყენებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს რეაგირება იყოს უკიდურესად მკაცრი და შეურიგებელი.

სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა ქვეყანაში მაღალი სტანდარტი, რომ საბიუჯეტო თანხების უკანონოდ განკარგვას თუ ნებისმიერ სხვა მსგავს დანაშაულზე იყოს ერთგვარი მიდგომა, ყველა პირი კანონის წინაშე თანასწორია და მსგავს დანაშაულზე პირველ რიგში ჩვენი გუნდის წევრები აგებენ ხოლმე პასუხს.

ჩვენს მიდგომებს, ასევე ადასტურებს რამდენიმე მაგალითი, რაზეც გუშინაც ვილაპარაკეთ. ბათუმის მერი, რომელიც კორუფციის ბრალდებით იქნა დაკავებული, ასევე კორუფციის ბრალდებით დაკავებული იქნა წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე, ასევე გასამართლდა ზუგდიდის მერი და არაერთი სხვა თანამდებობის პირი, რომლებსაც შეფარდებული აქვთ 7, 12, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ასე შემდეგ.

რაც შეეხება გიგი უგულავას საქმეს, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების, 50 მილიონ ლარამდე, გაფლანგვაში. რისთვისაც მას სასჯელის სახით ზემოთ ჩამოთვლილი პირების მსგავსად მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა.

ეს შემთხვევა არაა გამონაკლისი და არის „ქართული ოცნების“ უკომპრომისო დამოკიდებულება სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის მიმართ. ოპონენტების კრიტიკა არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი. ეს გასაგებია, ხოლო თუ მათ რეალურად მიაჩნიათ, რომ სასამართლოში გიგი უგულავას რომელიმე უფლება დაერღვა და მას გამოუტანეს უსამართლო განაჩენი შეუძლიათ საქმე გაასაჩივრონ სტრასბურგის სასამართლოში.

აქედან გამომდინარე მოვუწოდებთ ოპონენტებს შეწყვიტონ სამართლებრივი პროცესების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და დაუბრუნდნენ დიალოგის პროცესს, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ტრამპი ცვლის ამერიკელი ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილის აღქმას იმისა, თუ ვინ არის მტერი და ვინ...

,,ჭავჭავაძის კვლევითი” ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

“გაუმარჯოს ვინც იბრძოდა და წავიდა. გაგვიმარჯოს ვინც დავრჩით! და მივხედოთ საქმეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

საქართველოს დატოვებისა და ემიგრაციაში წასვლის მოხშირებულ ფაქტებს ეხმაურება სამოქალაქო...

“მათი ერთადერთი დანაშაულია, რომ უნდათ თავისუფალ, ევროპულ ქვეყანაში ცხოვრობდნენ” – მიხეილ სააკაშვილი საპროტესტო აქციებზე...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, კლინიკა "ვივამედიდან" სასამართლო სხდომაზე...

“ქართველი ხალხის სამართლიანი პროტესტის ხმა მსოფლიოს კარგად ესმის” – გიორგი ვაშაძე

დიდი ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“თვითმფრინავის ბიჭების” მბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ კი ვხედავთ ისტორიის ვინ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას,...

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...