საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი ამტკიცებს, რომ გიგა ბოკერია საქართველოში პუტინიზმს ამკვიდრებს:
“ბოკერია, მგონი, მართლა ვლადისლავ სურკოვის და არკადი დვორკოვიჩის აგენტია!
საქართველოში არის თაობა, რომელსაც ახსოვს ლენინიზმი და სტალინიზმი და ის დროც გამოვლილი აქვს, როცა ახალგაზრდებს ამ ორი პოლიტიკოსის სახელთან დაკავშირებული “იზმების” პრინციპით ზრდიდნენ.
დღეს ახალმა თაობამ მხოლოდ გადმოცემით თუ იცის ამ “იზმების” შესახებ, ბოკერია კი ახალ “იზმს” ამკვიდრებს: ეს არის პუტინიზმი!
იმდენჯერ და ისეთი დაჟინებით ლაპარაკობს პუტინიზმზე და პუტინისტობაზე, დიდი ეჭვი მაქვს, სურკოვის და დვორკოვიჩის დავალებას ასრულებს, რომ საქართველოს ახალგაზრდა თაობა სერიოზულად დაინტერესდეს პუტინიზმის არსით, რასაც, დიდი ალბათობით, ზოგიერთი მათგანის ამ “იზმით” გატაცება მოჰყვება.
მოდი, თავი დაგვანებეთ, რა, შენ, სურკოვმა და დვორკოვიჩმა!
პუტინმაც!“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.