spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისაქართველოს სწრაფად მზარდი ტურისტული ქვეყნების რეიტინგში ვერ მოხვდა...

საქართველოს სწრაფად მზარდი ტურისტული ქვეყნების რეიტინგში ვერ მოხვდა – თამთა შამათავა

პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველოს” სათათბიროს წევრი, მიმდინარე წლის 4 თებერვალს, მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგს ეხმაურება. თამთა შამათავას თქმით, იმის ფონზე, როდესაც ქვეყნის ბიუჯეტიდან მილიონიბით ლარი იხარჯება ტურიზმის სფეროს პოპულარიზაციისთვის, საქართველო, რეიტინგის ტოპ-ოცეულშიც კი ვერ მოხვდა და რეგიონში ყველა ქვეყანამ გაგვისწრო.

პოლიტიკური პარტიის წევრს, რომელიც ტურიზმის განვითარების მიმართულებით მუშაობს, მიაჩნია რომ ამ მიმართულებით მასშტაბური სამუშაოებია ჩასატარებელი. მისივე თქმით, საქართველოში არის 80 აუთვისებელი კურორტი, რომელიც მსოფლიო დონის დასასვენებელ ადგილად შეიძლება იქცეს. შამათავას განცხადებითვე, სარეაბილიტაციო ტურიზმის მიმართულებით, საქართველო უკონკურენტოა რეგიონში და ეს აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული.

“მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ, 4 თებერვალს სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებების რეიტინგი გამოაქვეყნა. სამუხაროდ, საქართველო 2019 წლის ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებებში ვერ მოხვდა, მაშინ როდესაც ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები რეიტინგის ტოპ ოცეულში იკავებენ ადგილს.

მაგალითისთვის, სომხეთი მე-12 ადგილზეა და გასულ წელს 14,4%-იან ზრდას აჩვენებს ტურიზმის სექტორში. აზერბაიჯანი მე-17 ადგილს იკავებს, თურქეთმა კი მე-13 ადგილი დაიკავა და ტურიზმის სექტორის 14%-იანი ზრდა აჩვენა.

სამწუხაროა, რომ უდიდესი ტურისტული პოტენციალის მქონე საქართველო, ამ ჩამონათვალში ვერ მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმი დეკლარირებულია, როგორც პრიორიტეტული მიმართულება, დღემდე ვერ ვახერხებთ რესურსების ათვისებას და გარღვევას მსოფლიო ბაზარზე.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გასულ წელს 16 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა ქვეყნის მარკეტინგში საზღვარგარეთ, მაგრამ ქვეყნის შიგნით არაფერი იცვლება. აქ ჩამოსულ ტურისტს ისევ ხვდება მოუწესრიგებელი ინფრატრუქტურა, წყლის პრობლემები და დაბალი სერვისი. ამას წლევანდელი ზამთრის სეზონის ჩავარდნა და გუდაურიდან და ბაკურიანიდან გაქცეული ტურისტებიც მოწმობს.

ბოლო რამდენი წელია. არც ერთი ინიციატივა ან ინფრასტრუქტურული პროექტი არ განხორციელებულა. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას აქვს მასშტაბური, მეგაპროექტების დეფიციტი, რომლის გარეშეც ტურიზმის სწრაფი და ეფექტური განვითარება მოკლე დროში შეუძლებელია.

დარწმუნებული ვარ, არც იციან, რომ მაგალითად, საქართველოში გვაქვს 80 აუთვისებელი საკურორტო ადგილი, სადაც მსოფლიო დონის კურორტების მოწყობა შეიძლება.

გამაჯანსაღებელი ტურიზმი არის ის, რაშიც ათჯერ მეტს იხდის ამ მისიით ჩამოსული ადამიანი. თუ ერთი ტურისტი საშუალოდ ხარჯავს 200-300$-ს, გამაჯანსაღებელ ტურიზმს ერთ ადამიანზე მოაქვს საშუალოდ 2000$. ჩვენ შეგვიძლია ეს ნიშა დავიკავოთ რეგიონში, თუმცა ამას სჭირდება აქტიური მუშაობა, რითაც არსებული ხელისუფლება ვერ და არ გამოირჩევა,” – განაცხადა თამთა შამათავამ.

როგორც პოლიტიკური პარტიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თამთა შამათავამ, არაერთი შეხვედრა გამართა ქართველ და ევროპელ დარგის სპეციალისტებთან, სადაც ტურიზმის სფეროს პოპულარიზაციის, განვითარების და სწორი დაგეგმარების ასპექტებზე ისაუბრეს.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როგორი სხვანაირი იქნებოდა სამყარო, იმის მილიგრამი რომ გვწამდეს და გვჯეროდეს ქრისტე, რამდენიც ვწამვართ და...

იესო ქრისტე, ხალხი და რწმენა ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას შეფასებებში: "პილატე...

“ეგ ყოფილა ობლის ხვედრი, მუდმივად სხვების მომავალს შეხიდებული ველით საკუთარ წარმატებას” – ეკა ხერხეულიძე

12 აპრილს უმნიშვნელოვანესი არჩევნებია უნგრეთში, სადაც ბევრი რამ წყდება...

“ოპოზიცია! ემზადეთ შემოდგომაზე ჩანიშნული არჩევნებისთვის…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს მმართველი გუნდის მიერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...