საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოს დადებას ირონიანარევი მწვავე შეფასებებით ეხმაურება:
“1. დიდი მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები 😊
(ვეტოს ახალი ნაირსახეობის გამოგონებაზე კი სხვადასხვა თაობის იურისტები დიდი ხნის განმავლობაში იმსჯელებენ😊);
2. რაც შეეხება ჩვენს კონსტუქციულ შეთავაზებას, ვეტოს პროცედურაში ჩაერთო უცხოელი პარტნიორები, მან უარით და დესტრუქციით უპასუხა!
3. ნაცების, მდიდარი ენჯეოების და მათი დავალების მიმცემების ყალბი პროექტი გამჭვირვალობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ – “არა რუსულ კანონს” ჩავარდა!“, – წერს მამუკა მდინარაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.