ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სანამ ჩვენი გუნდი მას აირჩევდა და მოიყვანდა, დასვამდა...

“სანამ ჩვენი გუნდი მას აირჩევდა და მოიყვანდა, დასვამდა პრეზიდენტად, მისი პოლიტიკური რეიტინგი იყო 1%” – ირაკლი ღარიბაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით:

,,მე მოვისმინე პრეზიდენტის, ასე ვთქვათ, განცხადება – ერთ-ერთ უცხოურ არხს მან უთხრა, რომ სათავეში უნდა ჩაუდგეს ევროპულ გზას.

თუ გამოდიხარ და პრეზეტენზია გაქვს, რომ ლიდერი გახდე, ლიდერმა უნდა თქვას აზრი. მაშინ, რას სთავაზობ საზოგადოებას?! თუ არ იძახი და გინდა უბრალოდ გაბუტული ბავშვივით თქვა, რომ ,,მე ამას არ მოვაწერ ხელს”, უფრო სწორად ,,არ დავწერ დასკვნებს” – ვეტოზე და ,,საბუთებს არ გავაკეთებს”, ეს არასწორი, არაკონსტრუქციული, არაჯანსაღი დამოკიდებულებაა.

პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს რომ საერთოდ არ აინტერესებს არც ჩვენი კონსტიტუცია, არც ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ინტერესები – ეს ცხადზე ცხადია. ეს ქალბატონი გაიზარდა საფრანგეთში, თავს არ თვლის იგი ქართველად.

მე რაც ვიცი, იგი აპირებს, რომ წავიდეს საფრანგეთში ან შეიძლება დარჩენა უნდა პოლიტიკაში. ალბათ, უნდა რომ მოსინჯოს ძალები, მაგრამ მე შევახსენებ საზოგადოებას და პირადად მას – მანამ სანამ ჩვენი გუნდი მას აირჩევდა და მოიყვანდა, დასვამდა პრეზიდენტად, მისი პოლიტიკური რეიტინგი იყო 1%”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...

ნინო ჯანგირაშვილი: “ბოიკოტი მაინც შედგება”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით,...

“ჩვენ ისევ ვდგავართ საფრთხეების წინაშე, მაგრამ მაინც ვირჩევთ სტაბილურობას და არა ქაოსს” – მაია...

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს...

“რას ამბობთ, ძალიან სტაბილურად და მყარად გრძნობს რეჟიმი თავს😅” – ნინო ჯანგირაშვილის ირონია

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონია ქვეყანასი არსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...