ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს არის ფაშისტური ქმედებები, რასაც რადიკალები ახორციელებენ" -...

“ეს არის ფაშისტური ქმედებები, რასაც რადიკალები ახორციელებენ” – კახა კალაძე

ეს არის ფაშისტური ქმედებები, რასაც რადიკალები ახორციელებენ“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის შვილის ბიზნესისთვის ბოიკოტის გამოცხადებას ეხებოდა.

კახა კალაძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ბულინგის ხელწერა უცვლელია, თუმცა მსგავსი ძალადობა ქვეყნისთვის საშიშია და უნდა შეჩერდეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა და თქვენ ნახეთ უბრალოდ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ რა დამოკიდებულება აქვთ, ვინც, მაგალითად, აქციაზე არ დადის და სხვანაირად ფიქრობს. მიდის შეურაცხყოფა მისი ოჯახის წევრების მიმართ, მიდის ბულინგი სოციალურ ქსელში, SMS-ების გაგზავნა, სატელეფონო ზარები.

ეს ადამიანები თავიანთ ხელწერას არ იცვლიან დღესაც. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, პირდაპირ კლავდნენ, აუბედურებდნენ ოჯახებს, დღეს ამის რესურსი არ გააჩნიათ და ფსიქოლოგიური ზეწოლით ახორციელებენ ბულინგს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე. როდესაც ხდება ძალადობა, მას მოქალაქეები პასუხობენ ძალადობით, რაც არის ძალიან ცუდი.

ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ შევაჩეროთ ეს ყველაფერი, თორემ არ მიგვიყვანს კარგ შედეგებამდე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მხოლოდ ყველა პოლიტიკური აქტორის ერთობა და რაც მთავარია საზოგადოების აქტიური ნაწილის თვითორგანიზება მიგვიყვანს რეჟიმის...

საქარეთველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს, კონკრეტული...

“ქართულ ოცნებაში” მიმდინარე “რაზბორკები” ადასტურებს, რომ ის თავისი ბუნებით მაფიოზური წარმონაქმნია – გია ნოდია

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შექმილი რეალობის შესახებ საუბრობს განათლების ყოფილი...

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...