ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საშიში არაფერია, უნდა ვიმოქმედოთ შემდეგი ნაბიჯებით..." - ბექა...

“საშიში არაფერია, უნდა ვიმოქმედოთ შემდეგი ნაბიჯებით…” – ბექა ბასილაია აქტივისტების საგამოძიებო სამსახურებში დაბარებაზე

ადვოკატი ბექა ბასილაია Facebook-ის პირად გვერდზე საინფორმაციო ხასიათის განცხადებას ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე იმ შემთხვევაში, როცა გამოკითხვაზე/დაკითხვაზე დაიბარებენ:

,,შსს-მ მასიურად დაიწყო დაკითხვებზე დემონსტრანტების დაბარება, რაც ემსახურება, როგორც დაშინებას, ისე ,,ჩვენ აქ ვართ რომ იცოდეთ” პოზიციის ხაზგასმას – მხოლოდ კი არ დაგიჭერთ, მხოლოდ კი არ დაგარბევთ, მხოლოდ სასტიკად კი არ გცემთ, ყოველდღიურ რუტინაშიც შემოგეჭრებით, პოლიციაში გაპორწიალებთო.

საშიში არაფერია, უნდა ვიმოქმედოთ შემდეგი ნაბიჯებით:

1. სატელეფონო ზარის, შეტყობინების საფუძველზე არსად ვცხადდებით ! (შეგიძლიათ მკაფიოდ უთხრათ, რომ არ იცით პოლიციელია, თუ ვინმე ზონდერი და ჩასაფრებას გვიპირებს);

2. ვითხოვთ წერილობითი უწყების ჩაბარებას;

3. მას შემდეგ, რაც უწყება გვბარდება, ვუკავშირდებით ადვოკატს;

4. ვინაიდან პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გამოცხადება უკიდურესი საფრთის შემცველია (პოლიციელები საჯაროდ სისტემურად სასტიკად სცემენ დემონსტრანტებს, რა გარანტიაა, რომ თავიანთ განყოფილებებში და სამინისტროს ჯურღმულებში პროვოკაციებს არ მოაწყობენ?!), საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად პოლიციელებს ვხვდებით ჩვენს სახლებში ან ადვოკატის ოფისში; ამის მოთხოვნის სრული კანონიერი უფლება გვაქვს და შესაბამისი პრაქტიკა არსებობს.

5. მას შემდეგ, რაც თქვენთან გამოცხადდება გამომძიებელი, თქვენ გაქვთ სრული უფლება, დააფიქსიროთ, რომ ჩვენებას მისცემთ სასამართლოს წინაშე. რის შემდეგაც პოლიცია დაგემშვიდობებათ და გამოგიძახებენ სასამართლოში;

6. სასამართლოში როდესაც გამოცხადდებით, არ მისცეთ ჩვენება, ვინაიდან შეიძლება ყველა სიტყვა თქვენს წინააღმდეგ გამოიყენონ. მაგისთვისაა ეს საქმე წამოწყებული. ჩვენების მიცემაზე უარის თქმითაც ვერ შეგედავებიან, ვინაიდან დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო დაგიბარეს მოწმედ და საქმეზე გამოძიებაც დემონსტრაციებთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

როგორც ვხედავთ, ერთი დემონსტრანტის გამოკითხვა საკმაოდ რთულ პროცესად ექცევა სისტემას და თუ მასიურად მსგავსად მოვიქცევით, უდიდესი რესურსის ჩადება მოუწევთ ამის აღსასრულებლად. შესაბამისად, მალევე გაეშვებიან სხვების დაბარებას”, – წერს ბექა ბასილაია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა!” – მამუკა...

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, საპატიმროდან გამოგზავნილი...

“სუფთა სინდისით შემიძლია დღეს გითხრათ – მოგიტ***თ სამართლიანობა” – გოჩა მირცხულავა “ქართული ოცნების” ამომრჩევლებზე

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სამართალსა და სამართლიანობაზე საუბრობს და მძიმე...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“გაფუჭებულმა-გახრწნილმა “პოლიტპროდუქტმა” აგვიყროლა ჩვენი ლამაზი ქვეყანა!” – თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის არაპირდაპირი მინიშნებები: "რომ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...