ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტია და არ აქვს...

კახა კალაძე: “სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტია და არ აქვს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლება, თუმცა ის ხშირად არღვევს კონსტიტუციას”

მას არანაირი უფლება არ აქვს პოლიტიკურ პროცესებში ანუ საარჩევნო კამპანიაში მიიღოს მონაწილეობა. ის არის პრეზიდენტი, თუმცა ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ, რომ ის ჩვეულებრივად არღვევს კონსტიტუციას“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა იმ კითხვაზე პასუხად, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციის სათავეში ჩადგომის გადაწყვეტილებას ეხებოდა.

თბილისის მერის თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება რეალურად არაფერს შეცვლის და მომავალ არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვების შანსი ისევ მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ექნება.

იმის ნაცვლად, რომ პირველი იყოს, ვინც იცავს კანონს, კონსტიტუციას, არის პირველი დამრღვევი კონსტიტუციის და არც ის გამიკვირდება, რომ მან ეს ნაბიჯი გადადგას, თუმცა ეს არაფერს არ შეცვლის, სადაც უნდა, ვისთანაც უნდა და როგორც უნდა, იქ იყოს სალომე ზურაბიშვილი, რომელ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად, მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ არის ის გუნდი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობასთან ერთად გაიმარჯვებს, მიაღწევს წარმატებას, რაც სჭირდება დღეს ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის მომავალს, შეინარჩუნებს სიმშვიდეს, მშვიდობას. სხვა, რაც შეეხება დანარჩენ რადიკალურ პარტიებს, ისინი ეცდებიან და მათი მთავარი მიზანი იქნება, როგორმე გადალახონ საარჩევნო ბარიერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გეოპოლიტიკური პროცესები ძალიან გვეხმარება, მაგრამ ჩვენც არ გვაქვს დასაკარგი დრო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობის...

“შემდეგი ალბათ იქნება შეირაღებული ძალების მთლიანად გაქრობა და ქვეყნის გადაცემა რუსეთისთვის” – მიხეილ სააკაშვილი

მმართველი გუნდის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, მძიმე მოლოდინებით, ეხმაურება საქართველოს მე-3...

“ბოიკოტი არჩევნების კამპანიაზე აქტიური უნდა იყოს და ქმედითი” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში პოზიციას აფიქსირებს...

“ასე გაცვალეს სამშობლო ძალაუფლებაზე და კიდევ ერთხელ უღალატეს საქართველოს” – პაატა მანჯგალაძე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში "ქართული ოცნების" დელეგაციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...