17 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაგეგმილი მსვლელობის გამართვასთან დაკავშირებით შესაბამის რაიონსა და დროს აქვეყნებს:
“ოჯახი ნებისმიერი სახელმწიფოს ფუნდამენტია და მისი სიმტკიცის დაცვა ყველა ქვეყნისთვის არსებითია, მცირერიცხოვანი ერისთვის კი, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ამიტომაც ჩვენს ახალგაზრდებს, მორწმუნე საზოგადოებას, საქართველოს მოსახლეობას, – განურჩევლად ეროვნებისა, რწმენისა, პოლიტიკური პოზიციისა და ასაკისა, ყველას მოგიწოდებთ, ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარების მიუხედავად, 17 მაისს გავერთიანდეთ და ერთად აღვნიშნოთ ოჯახის სიწმინდის დღე.
ჩვენ ყოველთვის ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი. გვსურს, ხვალ მშვიდობიანი შეკრებით წარმოვაჩინოთ, რომ ჩვენი ისტორიის, ტრადიციების, სულიერი და კულტურული ღირებულებების დაცვა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და ეს ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგას.
ეკლესია ყოველთვის იყო ქვეყნის გამაერთიანებელი ძალა და ეს კვლავაც ასე უნდა იყოს; ამისთვის ზრუნვა ყველას, პირველ რიგში კი, სასულიერო პირებს გვმართებს.
17 მაისს, ღვთის სადიდებლად სამშობლოს სიყვარულით გავერთიანდეთ და ვილოცოთ ჩვენი ოჯახებისთვის, ვილოცოთ მშვიდობიანი საქართველოსთვის“, – საქართველოს საპატრიარქო.
⛪ 2024 წლის 17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მსვლელობა გაიმართება.
👉 შეკრების დაწყების დრო და ადგილებია:
📍 მცხეთა, 12:00 საათი, თეატრონის ტერიტორია
📍 რუსთავი, 09:00, გმირთა მემორიალი (ცურტაველის სახელობის მოედანი)
📍 ახალციხე, 12:00, ამაღლების ტაძრის მიმდებარე ტერიტორია
📍 გორი, 13:00, კომბინატის საკათედრო ტაძარი
📍 ქუთაისი, 12:00, ქუთაისის ცენტრალური მოედანი
📍 თელავი, 12:00, მერიის წინ
📍 ზუგდიდი, 13:00, ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარი
📍 მარტვილი, 12:00, მარტვილის საკათედრო ტაძარი
📍 აბაშა, 12:00, ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი
📍 სამტრედია, 12:00, საკათედრო ტაძარი
📍 ჩხოროწყუ, 12:00, დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარი
📍 ხობი, 12:00, ხობის სამების ტაძარი
📍 ფოთი, 12:00, ანდრია პირველწოდებულის ტაძარი
📍 სენაკი, 12:00, სენაკის საკათედრო ტაძარი
📍 ოზურგეთი, 12:00, ოზურგეთის საკათედრო ტაძარი
📍 ლანჩხუთი, 12:00, ლანჩხუთის საკათედრო ტაძარი
📍 ჩოხატაური, 12:00, ჩოხატაურის საკათედრო ტაძარი
📍 ბათუმი, 11:00, ბათუმის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია
📍 ამბროლაური, 10:00, ამბროლაურის ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი
📍 ონი, 10:00, ონის გაბრიელ მთავარ ანგელოზის ტაძარი
📍 ცაგერი, 11:00, ცაგერის საკათედრო
📍 ლენტეხი, 11:00, ლენტეხის წმინდა გიორგის ტაძარი (რეზიდენცია)
📍 ზესტაფონი, 13:00, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი
📍დუშეთი, 12:00, წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარი
📍 თბილისი, 12:00, ქაშვეთი
ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს