ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიეს აქტი გახლავთ სუიციდით შეპყრობილი ოლიგარქის განწირული ნაბიჯი...

ეს აქტი გახლავთ სუიციდით შეპყრობილი ოლიგარქის განწირული ნაბიჯი – შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის გიგი უგულავას დაპატიმრებას და აღნიშნავს, რომ პირსისხლიანმა დიქტატორმა გადაკვეთა წითელი ხაზები და ოპოზიცია ემზადება ქუჩის აქციების დიდი ტალღისათვის.

„ძვირფასო მეგობრებო, მივმართავ სრულიად საქართველოს, პირსისხლიანმა დიქტატორმა გადალახა წითელი ხაზები, მესამედ დააპატიმრა ოპოზიციის თვალსაჩინო ლიდერი, ბატონი გიგი უგულავა, რომელიც ემზადება ახლა რეჟიმის ციხეში წასასვლელად.

ეს არის მთელ ქვეყანაზე, მთელ საზოგადოებაზე, მთელ დემოკრატიულ თანამეგობრობაზე დაფურთხება, პირდაპირი გაგებით. მთელი ზნეობრივი, დემოკრატიული, ადამიანური, ისტორიული ტრადიციების ფეხებზე დაკიდება, ამას არ აკეთებდნენ ყველაზე დუჟმორეული და სისხლიანი დიქტატორები კაცობრიობის ისტორიაში.

ჩვენ, საქართველოს ოპოზიციის სრულიად პოლიტიკურ სპექტრს, არ დაგვრჩა სხვა გზა, გარდა იმისა, რომ შევწყვიტოთ ყოველგვარი მოლაპარაკებები, რაუნდები და კონსულტაციები პირსისხლიან ივანიშვილის რეჟიმთან.

გადავდივართ სახალხო დაუმორჩილებლობის მომზადებაზე. ივანიშვილს ელოდება სახალხო სამსჯავრო, სადაც არ იქნებიან მის მიერ დაქირავებული ყალბდიპლომიანი იურისტები და მოსამართლეები. ეს სამსჯავრო ძალიან მალე მიაკითხავს საკუთარ სასახლეში.

ვიწყებთ კონსულტაციებს და მზადებას დიდი სახალხო ქუჩის ტალღის აგორებისათვის მთელ საქართველოში. ემზადოს რეჟიმი, ემზადოს იმისათვის, რომ მას უახლოვდება ხალხის მრისხანება, მას უახლოვდება სამსჯავრო, მას უახლოვდება სამართალი და მას უახლოვდება პოლიტიკიდან სამუდამო გასტუმრება. ყველაფერ ამას, მათ დღესაც, თვითონ მოაწერეს ხელი, როდესაც მიიღეს გადაწყვეტილება ოპოზიციური ლიდერის მორიგ დაპატიმრებაზე.

ამდენად მეგობრებო, ეს აქტი გახლავთ სუიციდით შეპყრობილი ოლიგარქის განწირული ნაბიჯი, რომელსაც არაფერი აღარ დარჩა გარდა იმისა, რომ დაიჭიროს, დააპატიმროს, სცემოს, თვალები დათხაროს, იძალადოს, ფარული გადაღებები აწარმოოს, რეპრესიები გაუშვას ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ეს ნიშნავს იმას, რომ მისი ძალაუფლება დამთავრებულია და ძალიან მალე ჩამოიშლება,“ – აღნიშნავს ოპოზიციონერი ლიდერი.

შალვა ნათელაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ოპოზიცია აღარ აპირებს ხელისუფლებასთან არანაირ მოლაპარაკებებს და რაუნდებს, რადგან ეს იქნება ივანიშვილის წაქეზება ახალი დანაშაულების ჩადენისაკენ.

„არავითარი მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე რაუნდი არ გაიმართება შექმნილ სიტუაციაში, როდესაც ხელისუფლება აგრძელებს რეპრესიებს, დაპატიმრებებს, ძალადობას, ფეხებზე იკიდებს ქართველი და მსოფლიო საზოგადოების რეაქციას და მოთხოვნას, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ელიტის მოთხოვნებსა და განცხადებებს.

ამ შემთხვევაში მოლაპარაკებების გაგრძელება ეს ნიშნავს იმას, რომ გავაქეზოთ დიქტატორული ოლიგარქი ახალი დანაშაულებების ჩადენისაკენ. შესაბამისად, წყდება ყოვეგლვარი მოლაპარაკებები, კონსულტაციები, რაუნდები და გადავდივართ სახალხო დაუმორჩილებლობის ძალიან დიდი ტალღის მომზადებაზე, რომელიც წალეკავს ივანიშვილსა და მის რეჟიმს,” – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მხოლოდ სრული სიმართლის პირობებში გავიმარჯვებთ და ჩვენ ვართ ცამდე მართალი!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება მის წინააღმდეგ გამოთქმულ...

“ღარიბაშვილის გარემოცვა ციხეში წავიდა!” – ელისო კილაძე

კორუფციის ბრალდებით გახმაურებული დაჭერების ფაქტებს ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...

“როცა სამშობლოდ რუსეთი მიგაჩნია, ცხადია, ყველას, ვისაც რუსეთი არ უნდა, უსამშობლოს დაუძახებ” – ვახო...

ჟურნალის ვახო სანაიას მძიმე მინიშნება: "როცა სამშობლოდ რუსეთი მიგაჩნია, ცხადია,...

“მხარს ვუჭერ უმაგრესი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას” – მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის კონკრეტულ ინიციატივას პოზიტიური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...