spot_img
მთავარიკანონი და სამართალიღირსებას ვერ წაართმევს ქართველ ხალხს ვერც ივანიშვილი და...

ღირსებას ვერ წაართმევს ქართველ ხალხს ვერც ივანიშვილი და ვერც ქოცბანდიტები – გიორგი ვაშაძე

„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის, გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების ფაქტს ოპოზიციური პარტიების ლიდერები ეხმიანებიან.

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე სასამართლოს მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ ეს არის ფორმალური, სასამართლოს და პროკურატურას ზურგს უკან ამოფარებული „ქართული ოცნების“ პირდაპირი გადაწყვეტილება:

„ეს არის ამ სასამართლოს და პროკურატურას, ფორმალურად, ზურგს უკან ამოფარებული ქოცბანდიტების გადაწყვეტილება. მივმართავ მათ – თქვენ გეშინოდეთ, ჩვენ ამით ვერ შეგვაშინებთ. არცერთი ნაბიჯი უკან და მხოლოდ და მხოლოდ ძალიან აგრესიულ და მწვავე შეტევაზე გადავალთ. მე მგონი დადგა დრო, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს ერთი რამ – ეს ადამიანები აპირებენ ჩვენს ხარჯზე, ქართველი ხალხის ხარჯზე გამდიდრნენ, მიისაკუთრონ ეს სახელმწიფო, გადაგვხვეწონ ჩვენ აქედან, ჩაგვსვან ციხეში და ა.შ.

ღირსებას, ქართველ ხალხს, ვერ წაართმევს ვერცერთ შემთხვევაში, ვერც ივანიშვილი და ვერც ქოცბანდიტები, რომლებიც დღეს შეიძლება ეხლა ხარობდნენ.

გიგი უგულავა არის ღირსეული ადამიანი, რომელიც ღირსეულად შეხვდება ამას და ჩვენ ყველანი ვდგავართ მის გვერდით.

ერთი რამ მინდა ვუთხრა მათ, წელს თქვენი აღსასრულის წელია, იცოდეთ რომ დაგამთავრებთ, რაც არ უნდა ძალა გამოიყენოთ ჩვენს წინააღმდეგ, იმიტომ რომ ჩვენსკენ არის სიმართლე, თქვენსკენ კი არის ტყუილი.

სკამებს გამოკიდებულო ქოცებო, ვინც კიდევ შერჩით, ბიძინა ივანიშვილს, დატოვეთ თანამდებობები, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ იქნებით თანამონაწილე იმ აღვირახსნილი უკანონობის, რაც ეხლა ხდება.

ამიტომ, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ყველა თქვენი დარტყმა ჩვენ გვაძლიერებს და უფრო მეტნი და მეტნი ვიქნებით. დღეც და ღამეც გეშინოდეთ იმის, რასაც ჩვენ აუცილებლად პასუხად დაგიბრუნებთ.

და ერთი რამ იცოდეთ კანონს ვერ დაგვარღვევინებ, რომ ამაზე არ გამოგვეკიდოთ, მაგრამ, იცოდეთ რომ ვიქნებით ძალიან პრინციპულები, ვიქნებით მშვიდობიანები და ქვეყნის აღმშენებლობას წინ თქვენ ვერ გადაეღობებით.

თქვენ გინდათ, რომ ეს ქვეყანა გადიფორმოთ და დაამონოთ და დააჩოქოთ ქართველი ხალხი. ქართველი ხალხი ღირსეულია და ცხოვრებაში არ დაიმონებს და არც არასდროს არ დაიჩოქებს.

დაგამთავრებთ სადაც ხართ, თქვენ მოგიწევთ ციხეში წასვლა იმ უკანონობებისთვის, რასაც თქვენ ჩადიხართ ეხლა ქვეყანაში, არჩევნების გზით დაგამარცხებთ,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ბეჟან ბერულავა

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გაიღვიძა ერთ დილას ივანიშვილმა და გადაწყვიტა, რომ ჰაერის და გარემოს დაბინძურება შემაწუხებელი და მისთვის...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ეხლა აღარ გინდათ სალომე ზურაბიშვილი და ცდილობთ ბალასტად ქცეული მოიშოროთ?” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციურ სპექტრში შექმნილ რეალობაზე საუბრობს და...

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...