ორშაბათი, ივლისი 7, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სურვილი, რომ პოპულარული ადამიანები შენს პოზიციას იზიარებდნენ, სრულიად...

“სურვილი, რომ პოპულარული ადამიანები შენს პოზიციას იზიარებდნენ, სრულიად ბუნებრივია, მაგრამ მიწოლით და ნამუსზე აგდებით არაფერი გამოდის” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია, ცნობადი პირების მხრიდან, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, პოზიციის დაფიქსირების ინტერესს ეხმაურება:

რატომ ვანიჭებთ ასეთ დიდ მნიშვნელობას პოპულარული სპორტსმენის, მომღერლის, ან თუნდაც მწერლის პოლიტიკურ პოზიციებს? რატომ მიგვაჩნია ისინი უფრო დიდ მორალურ ან ინტელექტუალურ ავტორიტეტებად, ვიდრე რიგითი ტაქსისტი, ნოტარიუსი ან სტომატოლოგი? ნებისმიერს თანაბრად მოეთხოვება საღი სამოქალაქო პოზიციაც და თავისი კონკრეტული საქმის კარგად კეთებაც, მაგრამ ეს ორი რამ ერთი და იგივე ვერ იქნება.

ეს ასეა, მაგრამ ამ შეგონების ჭკვიანური სახით ხშირი განმეორებაც გამაღიზიანებელია. პოლიტიკური თვალით რომ შეხედო, პოპულარული ადამიანების საჯაროდ გამოთქმულ პოზიციებს აქვს მნიშვნელობა. საზოგადოება მხოლოდ მყარი და თანმიმდევრული ხედვის მქონე ხალხისგან არ შედგება: ბევრი მერყევია ან პოლიტიკურ საკითხებში მართლა ვერ ერკვევა. მასზე საყვარელი ფეხბურთელის ან არტისტის ფრაზა უფრო იმოქმედებს, ვიდრე ექსპერტის პროფესიული მსჯელობა. არჩევნებზე კი ყველას ერთი ხმა აქვს.

სხვა ამბავია, რომ, როგორც ვნახეთ, „თქვი რამეს“ კამპანიებიც არაა დიდად პრაქტიკული. კაცს რომ ასე ნამუსზე ააგდებ კაცს და სათქმელს ძალით გამოგლეჯ, რაღაც ორჭოფულს და ბუნდოვანს იტყვის, არც მწვადს დაწვავს და არც შამფურს. ამ ნიშნით, ხვიჩა კვარაცხელიას და აკა მორჩილაძეს შორის არავითარი განსხვავება არ არის.

სურვილი, რომ პოპულარული ადამიანები შენს პოზიციას იზიარებდნენ, სრულიად ბუნებრივია, მაგრამ მიწოლით და ნამუსზე აგდებით არაფერი გამოდის: ხანდახან ადამიანის პოზიციაა, პოზიცია არ ჰქონდეს“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ნოდია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლევან ხაბეიშვილი: დიდი წმენდაა დაწყებული “ოცნებაში”

„დიდი წმენდაა დაწყებული „ოცნებაში“, ლილუაშვილს ქვეყნიდან გასვლა აქვს აკრძალული,...

“ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა ისედაც იგულისხმებდა მის აღიარებას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია მიხეილ ყაველაშვილის მიერ დაპატიმრებული ოპოზიციონერი...

“მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში...

“მხოლოდ ყველა პოლიტიკური აქტორის ერთობა და რაც მთავარია საზოგადოების აქტიური ნაწილის თვითორგანიზება მიგვიყვანს რეჟიმის...

საქარეთველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს, კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ნანუკა ჟორჟოლიანი: “თათიას ერთი არ დაუწუწუნია…”

,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...

5 ცნობილი ქართველი მწერალი, რომელიც ნობელის პრემიაზე წარადგინეს

ნობელის პრემია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც...

“ნათია მეზვრიშვილის პოზიცია მაინტერესებს, ივანიშვილს ბორკილების დადებას რომ უანონსებდა, სად გაქრა?!” – ელისო კილაძე

"გახარია საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ პარტიის ყრილობაზე გაკეთებულ...