ორშაბათი, ივლისი 7, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პარტიული სტრუქტურების მეშვეობით, ვიწყებთ, მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც...

“პარტიული სტრუქტურების მეშვეობით, ვიწყებთ, მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული” – შალვა პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, შალვა პაპუაშვილი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განცხადებას ავრცელებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით:

2012 წლიდან, მშვიდობიანი პროტესტის, შეკრებისა და გამოხატვის უფლება საქართველოში უმაღლესი სტანდარტებით არის უზრუნველყოფილი, რაც უკანასკნელი კვირების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმაც მკაფიოდ დაადასტურა.

ამასთან, სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა, სამართლებრივი პრინციპების შესაბამისად დაუპირისპირდეს ყოველგვარ ძალადობას და კანონდარღვევას, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მშვიდობიან პროტესტთან, შეკრებასთან და გამოხატვასთან.

სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია და მის გარშემო ჩამოყალიბებული ძალადობრივი ახალგაზრდული დაჯგუფებები მოქმედებენ აკერმანისა და „კანვასის“ ძალადობრივი პროტესტის ინსტრუქციის შესაბამისად და რეგულარულად მიმართავენ მოქმედების ძალადობრივ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ფორმებს, აღვივებენ ზიზღს, ამკვიდრებენ მტრულ რიტორიკას.

ბოლო კვირების განმავლობაში, საზოგადოებამ იხილა პარლამენტის შენობის ძალადობრივი შტურმი, სამართალდამცველებზე თავდასხმა, კანონსაწინააღმდეგო მეთოდებით მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვა და ამით უკმაყოფილო მოქალაქეებზე ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა, აგრეთვე მუქარა და შანტაჟი, რომელსაც ისინი ხელოვანების, სპორტსმენების, პოლიტიკოსების და საზოგადოების სხვა ცნობილი წარმომადგენლების და მათი ოჯახის წევრების მიმართ იყენებენ.

ეს ყველაფერი გასცდა მშვიდობიანი პროტესტის იმ კულტურას, რომლითაც ჩვენი საზოგადოება ყოველთვის ამაყობდა, და რომლის დანგრევასაც წლებია ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“.

გუშინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივი ბუნება და 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დაადგინა პარლამენტზე ძალადობრივი შტურმის ფაქტი. მანამდე, სტრასბურგის სასამართლომ რადიკალურ ოპოზიციას ანალოგიური განაჩენი გამოუტანა 2019 წლის ნოემბერში პარლამენტის უკანონო პიკეტირების საქმეზე. იმავე სცენარით განხორციელდა პარლამენტზე და სამართალდამცავებზე თავდასხმა ბოლო დღეებში მიმდინარე მიტინგებზეც. ამიტომ, დღეს უკვე საერთაშორისო სასამართლოს დონეზე „ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ მოძალადე ხელისუფლებად, არამედ მოძალადე ოპოზიციადაც არის აღიარებული.

ამ მოცემულიბიდან გამომდინარე, სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, მმართველ პარტიასაც ეკისრება პასუხისმგებლობა, დაიცვას მოქალაქეების, სამართალდამცავებისა და საზოგადოების გამორჩეული წევრების ლეგიტიმური ინტერესები.

ამ მიზნით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიული სტრუქტურების მეშვეობით, ვიწყებთ, მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს. ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე.

დასასრულს, აღვნიშნავთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სიმშვიდის უზრუნველყოფაში და შესაბამისად, ე.წ. დეპოლარიზაციაში, რაც საქართველოს მიმართ ევროკავშირის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ინფორმაციას პარტია “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“უცხოური ფული იხარჯება იმაში, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა” – კახა კალაძე:

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინდელ საპროტესტო აქციაზე ისმოდა...

“მინდა ისე გაიარონ ურთულესი გზა, რომ მათთან ერთად საქართველოს გვეზეიმოს!” – ნუკა არველაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის...

“მხოლოდ ყველა პოლიტიკური აქტორის ერთობა და რაც მთავარია საზოგადოების აქტიური ნაწილის თვითორგანიზება მიგვიყვანს რეჟიმის...

საქარეთველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს, კონკრეტული...

“ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამ პროვინციული და თავისმომჭრელი დიქტატურის დასასრულებლად” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მწვავე შეფასებებს აკეთებს მმართველ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ნანუკა ჟორჟოლიანი: “თათიას ერთი არ დაუწუწუნია…”

,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...

“მე მგონი ქოცს, საერთოდ არ სჭირდება არანაირი გამაძლიერებელი ზედსართავი” – გიგი უგულავა

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა მორიგ მძიმე შეფასებებს...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

5 ცნობილი ქართველი მწერალი, რომელიც ნობელის პრემიაზე წარადგინეს

ნობელის პრემია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც...