ორშაბათი, ივლისი 7, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ოპოზიციასა და არასამთავრობო სპექტრს შორის მიმდინარეობს გამწარებული შიდა...

“ოპოზიციასა და არასამთავრობო სპექტრს შორის მიმდინარეობს გამწარებული შიდა ბრძოლა, ერთმხრივ ლიდერობისთვის და მეორე მხრივ ერთმანეთის ჩასაძირად!” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს და ვარაუდებს გამოთქვამს ქვეყანაში მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით:

დიდი ალბათობით, „ქართული ოცნება“ კანონს „გამჭვირვალეობის შესახებ“ მესამე მოსმენითაც მიიღებს, თუნდაც საპროტესტო აქციების ფონზე.

აქციები ნელ-ნელა დაკარგავს აქტუალობას, სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე, აქედან ძირითადი ისაა, რომ მომიტინგეები ვერ ახერხებენ იმის დამტკიცებას თუ რა არის ამ კანონში რუსული, მეორე კი ის გახლავთ, რომ აქციებს დროდადრო ცდილობს სათავეში ჩაუდგნენ ხან ერთი და ხან მეორე გაკოტრებული, სახელგატეხილი და ხელმოცარული ოპოზიციონერი, რომლებიც თვითონ არიან რუსებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილები.

გარდა ამისა ოპოზიციასა და არასამთავრობო სპექტრს შორის მიმდინარეობს გამწარებული შიდა ბრძოლა, ერთმხრივ ლიდერობისთვის და მეორე მხრივ ერთმანეთის ჩასაძირად! რაც შეეხება, უცხოეთის მაღალი დონის პოლიტიკურ ელიტას, მიუხედავად მკაცრი კრიტიკული ტონისა, მაინც მოუწევს შეეგუოს გამჭვირვალობის კანონს, გააკეთოს „კონსტრუქციული“ განცხადება, მოუწოდოს ორივე მხარეს, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას მოემზადოს არჩევნებისათვის, რომლის საკმაოდ „მკაცრი“ დაკვირვების პირობასაც დადებს.

აი, აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდება საქართველოს მოქალაქეების, ამომრჩევლების კეთილგონიერება, თუ რას შორის გააკეთებს არჩევანს პრაგმატული, სტაბილური, მშვიდობიან პოლიტიკას თუ ავანტიურისტულ, სხვის ინტერესებზე დაფუძნებულ პოლიტიკას შორის, რომელიც აუცილებლად ჩართავს საქართველოს ახალ საომარ მოქმედებებში“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლევან ნიკოლეიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჭკუის მომკითხავი აღარ დაგრჩათ მანდ ვინმე, ქოცებო?!” – ელისო კილაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თბილისში, ირანის საელჩოში გამართულ...

“ბიზნესი, რომელიც რეკლამას ანთავსებს მხოლოდ სახელისუფლებო მედიასაშუალებებში, ემსახურება რუსულ რეჟიმს” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ნანუკა ჟორჟოლიანი: “თათიას ერთი არ დაუწუწუნია…”

,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...

5 ცნობილი ქართველი მწერალი, რომელიც ნობელის პრემიაზე წარადგინეს

ნობელის პრემია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც...