ორშაბათი, ივლისი 7, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპაატა მანჯგალაძე: "პროტესტი უნდა გაგრძელდეს, გამარჯვება ახლოსაა!"

პაატა მანჯგალაძე: “პროტესტი უნდა გაგრძელდეს, გამარჯვება ახლოსაა!”

ნამდვილად ისტორიულ გზაგასაყარზეა ქვეყანა, ან მიიღებენ რუსულ კანონს და წავალთ ჭაობში ან უარს ვეტყვით რუსულ კანონს, რუსულ ხელისუფლებას და საქართველო წავა განვითარებისა და გამარჯვების გზით“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა

მანჯგალაძის თქმით ივანიშვილის ხელისუფლებამ დაიწყო რუსული რეკომენდაციების შესრულება, რომელიც პირდაპირ ბლოკავს არა მხოლოდ გაწევრიანების შანსს, არამედ საფრთხის ქვეშ აყენებს ხალხის მიერ მოპოვებულ კანდიდატის სტატუსს, უვიზო მიმოსვლას:

ხელისუფლების პროპაგანდა დამარცხებულია, პროტესტი არ წყდება რუსული კანონის წინააღმდეგ. აშკარაა, ნაცვლად ევროპული რეკომენდაციის შესრულებისა, რომელსაც საქართველოსთვის უნდა გაეხსნა ფანჯარა ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებისთვის, ივანიშვილის ხელისუფლებამ დაიწყო რუსული რეკომენდაციების შესრულება, რომელიც პირდაპირ ბლოკავს არა მხოლოდ გაწევრიანების შანსს, არამედ საფრთხის ქვეშ აყენებს ხალხის მიერ მოპოვებულ კანდიდატის სტატუსს, უვიზო მიმოსვლას და საერთოდ დასავლელი პარტნიორების გარეშე ტოვებს საქართველოს.

ნამდვილად ისტორიულ გზაგასაყარზეა ქვეყანა, ან მიიღებენ რუსულ კანონს და წავალთ ჭაობში ან უარს ვეტყვით რუსულ კანონს, რუსულ ხელისუფლებას და საქართველო წავა განვითარებისა და გამარჯვების გზით.

არა რუსულ კანონს!
კი ევროპას!

პროტესტი უნდა გაგრძელდეს, გამარჯვება ახლოსაა!

არ დაგვეზაროს, არ მოგვერიდოს, არ შეგვეშინდეს ასეთ დროს საქართველოს გვერდით დგომა და ქვეყნის ინტერესების დაცვა!“ – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილმა და ახლა რომ ოპოზიციაში “დაიპრანჭება” იმ ხალხმა, ჩახალიანი პოლიტპატიმრად შერაცხეს” – ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, სომხეთში მძიმე ბრალდებებით...

“მარტო ბიძინისტანი დარჩა მშვიდობის და სუვერენიტეტის მომხრე” – გია ნოდია

განათლების ყოფილ მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე” – “ლელო – ძლიერი საქართველო”

"ლელო - ძლიერი საქართველო" საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობებს პოლიტიკური...

“ბოიკოტი არჩევნების კამპანიაზე აქტიური უნდა იყოს და ქმედითი” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში პოზიციას აფიქსირებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ნანუკა ჟორჟოლიანი: “თათიას ერთი არ დაუწუწუნია…”

,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

5 ცნობილი ქართველი მწერალი, რომელიც ნობელის პრემიაზე წარადგინეს

ნობელის პრემია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც...

“ქოცბანდას დაამარცხებს მხოლოდ სახალხო ერთობა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მათე დევიძისთვის...