ორშაბათი, მაისი 12, 2025
16.6 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი კეკელიძე: "... და ეს ცრემლი და ბრაზი...

გიორგი კეკელიძე: “… და ეს ცრემლი და ბრაზი ამბობს: რუსეთი მტერია!”

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე, ბიბლუსის შემოქმედებითი დირექტორი, გიორგი კეკელიძე ემოციურ პოსტ აქვეყნებს სოციალურ ქსელში:

პარტიულ პოლიტიკაში არასდროს ვერეოდი, არც ახლა და არც სამომავლოდ იქნება ეს ჩემი საქმე. მაგრამ საზოგადო ცხოვრებაში არსებობს აუცილებელი წითელი ხაზი, რომელიც, თუ საჯარო ცხოვრებით ცხოვრობ – უნდა იწვოდეს. ჩემთვის ეს – ოკუპაციაა.

ვამაყობ, რომ რუსეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი და კიდევ ერთი კაცი უარით გავისტუმრე, როცა ეროვნულ ბიბლიოთეკაში რუსული სამკითხველოს მოწყობა შემომთავაზეს. არ მგონია, მას, ვინც სულ უმცროსად და მონად გიყურებდა, ,,სახალხო დიპლომატიის” პრიმიტიული და მათგან შემოთავაზებული ფორმა გადააფიქრებინებს ჩექმის ჩაცმას შენს გასაჭყლეტად.

ვამაყობ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას, უკრაინული სამკითხველო გავხსენით ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

,,გავრილოვის ამბების” დროს ეროვნულ ბიბლიოთეკაში და წიგნის მუზეუმის შესასვლელში ანტისაოკუპაციო დროშები გამოვფინეთ და მომიტინგე ახალგაზრდებს კარი გავუღეთ.

ვამაყობ, რომ არასდროს დავთანხმებივარ რუსული ბიბლიოთეკების მიწვევებს, მათ შორის ქართული კულტურის დღეების თუ წიგნის კუთხეების მოწყობის მოტივით შეფუთულს ან თუნდაც ჩემი დაჯილდოების ,,სურვილით” ნაკარნახევს.

ვამაყობ, რომ ყველა რუსულ გამომცემლობას უარი ვუთხარი ჩემი წიგნების გამოცემაზე, რადგან მქონდა ერთი პირობა – თუ გამოსცემდნენ, გარეკანზე წაეწერათ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ცხადია, არავინ დათანხმდა.

ვამაყობ, რომ ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში ახალი ბიბლიოთეკები და სკვერის ბიბლიოთეკები მოვაწყვეთ, რომ დათა პაპას სტიპენდია დავაწესეთ, რომ არაერთი ადამიანის გვერდით ვიდექი, რომელიც ოკუპანტებმა გაიტაცეს.

ამავდროულად, არასდროს გამილანძღავს არცერთი ის ქართველი, ვინც ბედის უკუღმართობის გამო ათწლეულების წინ წასული, ახლაც რუსეთშია და ყოველდღიურ სარჩოს მძიმე შრომით შოულობს, მაგრამ სულ ვაკრიტიკებდი ყველას, ვისაც ფართო სიტყვა ეთქმოდა ან ტაშ-ფანდურით ეგებებოდა კრემლს. ოთხოზორია რომ მოგვიკლეს, მაშინ დავწერე: ,,გადმოგვირბენენ – მოგვიკლავენ. გადავირბენთ – ვუმღერებთ“. ასე ვფიქრობ დღესაც.

და მგონია, რომ ეს უნდა იყოს ყველა იმ ქართველის საქციელი, ვისაც აფხაზეთი და ცხინვალი ახსოვს, თუნდაც გადმოცემით. ნორმალური საქციელი. ჩვეულებრივი. და არა – გმირობა. ამ აზრს ვერ შემიცვლის ვერც შარშანდელი ტროლ-ბოტური ცილისმწამებლური იერიშები და ვერც ქართული ვითომ ლიბერალური ვიწრო წრეების გაუგებარი თავდასხმები ჩემ მიმართ. უმნიშვნელო და კომიკური.

ახლა წიგნს ვწერ, აფხაზურ ამბებს რომ ეხება დიდწილად და ყოველი აბზაცის მერე ცრემლი და ბრაზი მაწვება.

და ეს ცრემლი და ბრაზი ამბობს: რუსეთი მტერია!” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გიორგი კეკელიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აი ხომ გგონია, რომ ოკუპაცია ამ ღობესთან მთავრდება?…” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მიშას ჯინაზე ქოცებო – დამწყებო პოლიტიკოსებო… პატიმარ კაცთან ბრძოლა ვინ გასწავლათ?” – ელისო კილაძე

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით კონკრეტულ პიროვნებებს, პირდაპირი მინიშნებით მიმართავს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“უკრაინელებმა სა9მაისოდ პუტინს საჩუქარი გაუკეთეს” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...