შაბათი, ივნისი 28, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვაიაფფასიანი მატყუარაა ეგ კაცი და მხოლოდ პირადი ადარდებს...

იაფფასიანი მატყუარაა ეგ კაცი და მხოლოდ პირადი ადარდებს – თამარ ჩერგოლეიშვილი

ინტერნეტგამოცემა “ტაბულას” მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფიქსირებულ პოზიციაზე საუბრობს, როცა განაცხადა, რომ “ჩემი ამოცანა არ არის პირადი ამბიციის დაკმაყოფილება” და საკმაოდ მწვავე, უკომპრომისო პოზიცია-შეფასებებს აფიქსირებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიმართ:

2016 წელს, არჩევნებამდე 10 დღით ადრე, მელიამ თქვა მიშა პრემიერი არ იქნებაო და ისტერიკა გამართა, თუ არ უარყოფთ მაგ განცხადებას, რუსთავი ორზე გამოვალ და ვიტყვი რომ მოღალატეები ხართო.

ხალხი ციხეში გვილპებოდა და ეს, სასტუმრო ფერმონტში წამოგორებული, იმ სკამზე ჭიდაობდა, რომელიც არ გააჩნდა.

იაფფასიანი მატყუარაა ეგ კაცი და მხოლოდ პირადი ადარდებს – სხვა არაფერი. ამიტომაა ამ მდგომარეობაში,” – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე თამარ ჩერგოლეიშვილი.

თუმცა ჩერგოლეიშვილი ამით არ შემოფარგლულა და იმავე გვერდზე 2 საათით ადრე არანაკლებ მძიმე პოსტი გამოაქვეყნა სააკაშვილის მიერ გაჟღერებული ინიციატივის საპასუხოდ:

ცენტრალური როლი მინდაო მიშამ და ჩემთან იარეთ ბიბლიოთეკაშიო, ფაფხურობს.

როგორი მოწყვეტილია რეალობას – აქედანაც ჩანს.

დღეს მთელი პროცესის ბედი დასავლეთის ზეწოლაზე და ოპოზიციის კონსოლიდაციაზე კიდია.

დასავლეთისთვის მიშა კეთროვანია – თითს არავინ გაანძრევს ჩვენს ხელშესაწყობად, თუ ცენტრალური როლი მიშასია.

ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის – კეთროვანია. (ოპოზიციური ხმების მესამედია ენმ-ის მხოლოდ).

ენმ-ისთვისაც კი წამგებიანია მისი აყოლა, არათუ სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის“.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მე რომ დღეს მერი ვარ, მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო?” – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმიანება გენერალური პროკურორის გენერალურ აუდიტორად...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...