შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მჯერა, რომ ჩვენი ერთიანობით საქართველო ახლო მომავალში გახდება...

“მჯერა, რომ ჩვენი ერთიანობით საქართველო ახლო მომავალში გახდება ევროკავშირის სრულულებიანი წევრი და ამ უბედურებას, რაც დღეს ხდება ქვეყანაში გავიხსენებთ როგორც უმძიმეს წარსულს” – გიორგი ვაშაძე

,,გამარჯვების კოალიციის” ერთ-ერთი ლიდერი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციისა და აშშ-ს 14 სენატორის წერილთან დაკავშირებით შეფასებებსა და განმარტებებს აკეთებს:

,,სამწუხაროდ ცხადი ხდება რუსული კანონის მთავარი მიზანი. მიზანია ბოლომდე გააფუჭოს ურთიერთობები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და აიძულოს ისინი, რომ გაწყვიტონ ურთიერთობები საქართველოსთან.

მე ხელში მიჭირავს 2 დოკუმენტი: ერთი არის 14 ამერიკელი სენატორის მიერ ხელმოწერილი წერილი, რომელიც გუშინ გავრცელდა, სადაც ღიად საუბრობენ სანქციებზე იმ პირებთან მიმართებაში, ვინც პირველ რიგში, ამ ანტიქართულ საქმეს ეწევა, ხოლო მეორე არის ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც საუბრობს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე და საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე.

მეგობრებო, აი ამ ორი ქმედების ერთდროულად ამოქმედების შემთხვევაში საქართველოს უბრალოდ ეკონომიკური განადგურება ემუქრება და აი ამ საფრთხის წინაშე აყენებს დღეს ,,ქართული ოცნება’’. მიზანი რუსული კანონის არის სწორედ ეს, მაგრამ მე მინდა პირველ რიგში, ჩვენ დასავლელ პარტნიორებს მივმართო: არ არის ქართველი ხალხის არჩევანი ის, რასაც ახლა აკეთებს ,,ქართული ოცნება’’, ეს არაერთხელ დადასტურდა მრავალათასიან მიტინგზე და აუცილებლად დადასტურდება 28 აპრილს 7 საათზე, სადაც ყველა უნდა შევიკრიბოთ რუსთაველზე და მომავალშიც.

რაც შეეხება ჩვენს ქმედებას,: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს; ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველომ ეს უმძიმესი რეალობა გადაიტანოს, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით. დანაკარგები უკვე გვაქვს, ჩვენს იმიჯს უკვე ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა ,,ქართულმა ოცნებამ’’ ივანიშვილის თაოსნობით. მაგრამ ჩვენ ისე როგორც არასდროს უნდა ვიყოთ ერთიანები, რომ გადავტეხოთ, რომ ჩვენი უბრალოდ გაკოტრება, ეკონომიკის ჩამოშლა და ჩამონგრევა, საქართველოს იზოლაცია ავირიდოთ თავიდან.

კიდევ ერთხელ მივმართავ ,,ქართული ოცნების’’ დეპუტატებს, – რასაც არ უნდა გავალებდეთ ივანიშვილი, იცოდეთ რომ თითოეული თქვენგანი პასუხისმგებელი ხართ ქვეყნის, ერის და თქვენი სამშობლოს წინაშე, თქვენი ოჯახების და თქვენი შვილების წინაშე. დაფიქრდით, რას აკეთებთ!

მივმართავ საჯარო მოხელეებს, პოლიციელებს, ყველა იმ ადამიანს, რომელზეც ყოველდღიურად ძალიან დიდი წნეხია. მეგობრებო, ჩვენი ერთად დგომის შემთხვევაში, თქვენი ქართველ ხალხთან დგომის შემთხვევაში ძალიან სწრაფად შეგვვიძლია ეს ყველაფერი მოვაგვაროთ. წარმოუდგენელია დავუშვათ პრეცენდენტი, რომ საქართველო მოექცეს იზოლაციაში და კიდევ ერთხელ ვამბობ რუსული კანონი სწორედ ამას ისახავს მიზნად, რამენაირად გააფუჭოს ურთიერთობა დასავლეთთან და პროვოცირება გაუკეთოს იმ ნაბიჯებს, რაზეც არის ახლა საუბარი აშშ-ში თუ ევროკავშირის მასშტაბით.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს და რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით გადავიტანოთ ეს ყველაფერი.

მჯერა, რომ ჩვენი ერთიანობით საქართველო ახლო მომავალში გახდება ევროკავშირის სრულულებიანი წევრი და ამ უბედურებას, რაც დღეს ხდება ქვეყანაში გავიხსენებთ როგორც უმძიმეს წარსულს, რომ მომავალში არასდრის აღარ განმეორდეს მსგავსი საბოტაჟი საქართველოს ეროვნული ინტერესების’’, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...

“აუცილებლად გავიმარჯვებთ! ვინც ითანამშრომლებს რეჟიმთან გაქრება” – თენგო თევზაძე

ოპოზიციის საპროტესტო აქტივობების შედეგებზე საუბრობს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო...

“სუფთა სინდისით შემიძლია დღეს გითხრათ – მოგიტ***თ სამართლიანობა” – გოჩა მირცხულავა “ქართული ოცნების” ამომრჩევლებზე

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სამართალსა და სამართლიანობაზე საუბრობს და მძიმე...

“ივანიშვილი საბოლოოდ კლავს ქართულ განათლებას, ანგრევს იმ სისტემებს რომელიც მე დიდი რუდუნებით ავაშენე” –...

განათლებისა და მეცნიერების სფეროში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს და მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...