შაბათი, ივლისი 5, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიბათუმი 2025 წელს ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიადას ახალი საერთაშორისო...

ბათუმი 2025 წელს ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიადას ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლით და საცურაო აუზით უმასპინძლებს

ბათუმში ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლე და საცურაო აუზი აშენდება – მასშტაბური პროექტის განხორციელების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო დანგრეული, გაუბედურებული პროექტების სანაცვლოდ აეშენებინა და ბოლომდე მიეყვანა ახალი პროექტები. აშენდა ყველასთვის ნანატრი ბათუმის სტადიონი, რომელმაც არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას და საერთაშორისო აღიარებას მიაღწია და ასევე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ავაშენოთ, დავასრულოთ ბათუმის ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობა, რომელიც უმასპინძლებს, უკვე გადაწყვეტილება მიღებულია, 2025 წელს გასამართ ზამთრის ოლიმპიადას. მე მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ბატონ პრემიერ მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და ყველა სამინისტროს, რომელიც ეხმარება ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას აღნიშნული პროექტების განხორციელებაში”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მასშტაბური პროექტის განხორციელებით ბათუმს ახალი თანამედროვე სტანდარტების, 1500 მაყურებელზე გათვლილი ყინულის სასახლე და 800 მაყურებელზე გათვლილი საცურაო აუზი ექნება.

ყინულის არენის და ორი აუზის მოწყობა საერთაშორისო ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება. პროექტის ახალ ეტაპზე იზრდება ორივე შენობა-ნაგებობის მთლიანი სივრცული მოცულობა, იცვლება და უმჯობესდება შენობების არქიტექტურულ-ვიზუალური მხარე.

ცნობილია, რომ ყინულის მოედანი 2025 წელს ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლებს.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ ჩაიჯ*ამთ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

“ჩვენ შევუკვეთეთ ევროპული ღირებულებები და ჩამოგვივიდა ევროპული ექსტრემიზმი” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს ევროკავშირთან მიმართებაში...

“აუცილებლად გავიმარჯვებთ! ვინც ითანამშრომლებს რეჟიმთან გაქრება” – თენგო თევზაძე

ოპოზიციის საპროტესტო აქტივობების შედეგებზე საუბრობს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო...

“ჩვენ ისევ ვდგავართ საფრთხეების წინაშე, მაგრამ მაინც ვირჩევთ სტაბილურობას და არა ქაოსს” – მაია...

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...