შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიადამიანს ბრალი კი არ წაუყენეს, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს...

ადამიანს ბრალი კი არ წაუყენეს, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს – ვატო წერეთელი

“TV პირველის” დამფუძნებლის მამა, ავთანდილ წერეთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვატო წერეთლის თქმით, მან მამა სააბაზანოში უგონო მდგომარეობაში იპოვა. ჯერჯერობით დიაგნოზი უცნობია, თუმცა ვატო წერეთელი ამბობს, რომ ავთანდილ წერეთელს გულთან დაკავშირებულ პრობლემებს სისტემატიურად უჩიოდა.
მამის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, “TV პირველის” დამფუძნებელი, პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და მომხდარს ავთანდილ წერეთლის ყოველდღიურად სასამართლო პროცესებზე დაბარებას უკავშირებს:

ადამიანს ბრალი კი არ წაუყენეს, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ადამიანს, რომელსაც 5 ოპერაცია აქვს გაკეთებული, რომელსაც სტენდირებები უდევს გულში და დღეში 4 ნემსს იკეთებს ინსულინისას, ყოველდღე ატარებენ სასამართლოში საათობით.

პრეცენდენტი არ არსებობს მსოფლიოში ისეთი, რომელიც ყოველდღე, საათობით 70 წლის კაცს პროცესებზე ატარებდნენ. უბრალოდ ვერ გაუძლო ჯანმრთელობით და დაემართა ის, რაც დაემართა.

დღეს რომ მოვიდა, ვსაუბრობდით, მერე მეუბნებოდა, რომ უეჭველი მიჭერენო, შემდეგ ამბობდა, ცივი ოფლი მასხამსო, შაქარი გაიზომა, აბაზანაში გავიდა და რამოდენიმე წუთში როცა შევედი უგონოდ იყო.

ამ ადამიანის ჯამრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს პირადად ვაკისრებ ხელისუფლებას“, — განაცხადა ვატო წერეთელმა “TV პირველის” გადაცემა “რეაქციაში” ჩართვისას.

ავტორი
ბეჟან ბერულავა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...

“ქოცნახირი ისევ ჩუმად იქნება” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით, კონკრეტულ განმარტება-მინიშნებებს...

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური “ვარკეთილი” 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური...

“ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, ქვეყანაში პოლიციის, ძალოვანი სტრუქტურების როლს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...