შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თუ ვინმე არის შემძლე ამ მშვიდობის და სტაბილურობის...

“თუ ვინმე არის შემძლე ამ მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების, ეს არის ბიძინა ივანიშვილი” – ირაკლი ღარიბაშვილი

პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკურ პოზიციას აფიქსირებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა იყოს დღის წესრიგში პრიორიტეტული საკითხი, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე:

,,დღეს ზოგიერთებს დაავიწყდათ, რომ მსოფლიოში არის აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი უსაფრთხოებისა და პოლიტიკური გარემო. ის წესრიგი, რომელიც არსებობდა მსოფლიოში, დღითიდღე ირღვევა. ახალი წესრიგი ჯერ ჩვენ არ ვიცით როდის ჩამოყალიბდება, რა კონფიგურაცია დაჯდება საბოლოო ჯამში, არავინ არაფერი არ იცის.

ომი უკრაინაში გრძელდება. კაცმა არ იცის, როდის დასრულდება. ის საფრთხე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით საზოგადოებაში, რომ არსებობს ამ ომის ჩვენს ქვეყანაში გადმოტანის რეალური საფრთხე და ეს საფრთხე არსად არ წასულა.

ის უპასუხისმგებლო ძალები, რომლებიც ცდილობდნენ, ჯერ კიდევ მაშინ, ომი როცა დაიწყო უკრაინაში, რომ ჩვენი ქვეყანა ომში ჩაეთრიათ და ეს კონფლიქტი ჩვენ ქვეყანაში გადმოეტანათ, ამ უპასუხისმგებლო ადამიანებს მინდა მივმართო – რომელი იქნება საერთოდ პასუხისმგებლობის ამღები, ქვეყანაში რომ სიტუაცია ისე არ განვითარდეს, როგორიც დღეს არის?

ერთადერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელმაც დღეს ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შეინარჩუნა, ეს არის ,,ქართული ოცნება”. თუ ვინმე არის შემძლე ამ მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, ეს არის ,,ქართული ოცნება”, მეგობრებო”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ არ გვჭირდება სადღეგრძელოები” – ანა წითლიძე

საპროტესტო აქციაზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას...

“სამწუხაროდ ლელომ კოლეგებთან სასაუბროდ შავზე – თეთრის ლაპარაკის სტრატეგია აირჩია” – თენგო თევზაძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო თევზაძე კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს იმასთან...

“ივანიშვილმა და ახლა რომ ოპოზიციაში “დაიპრანჭება” იმ ხალხმა, ჩახალიანი პოლიტპატიმრად შერაცხეს” – ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, სომხეთში მძიმე ბრალდებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“გახარია გაიქცა, სალომე თავისუფალია!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ბონდო მძინარაშვილის ირონიული...