ორშაბათი, ივნისი 16, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიუცხოეთის ამბები"ჩვენ, რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ, მიუხედავად ამ 61...

“ჩვენ, რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ, მიუხედავად ამ 61 მილიარდი დოლარისა” – დიმიტრი მედვედევი

აშშ-ს კონგრესის მიერ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის დამტკიცების საკითხს მწვავე შეფასებებით ეხმაურება რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი:

იმაში, რომ ამერიკელი კანონმდებლები დაამტკიცებდნენ “დახმარებას” ნაციონალისტების ბანდისთვის, არავის ეპარებოდა ეჭვი. ეს იყო შტატების მხიარული ნაძირლების კენჭისყრა:

ა) ადრე ჩვენი ერთიანი ქვეყნის გაყოფილ ხალხს შორის სამოქალაქო ომის გასაგრძელებლად;
ბ) ამ ომში მსხვერპლის მაქსიმალურად გასაზრდელად.

ჩვენ, რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ, მიუხედავად ამ 61 მილიარდი დოლარისა, რომელიც ძირითადად წავა მათ გაუმაძღარ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში. ძალა და სიმართლე ჩვენს მხარესაა.

მაგრამ, შემდგარი რუსოფობური გადაწყვეტილების გათვალისწინებით, არ შემიძლია არ ვუსურვო აშშ-ს, რაც შეიძლება სწრაფად ჩაეფლონ ახალ სამოქალაქო ომში. რომელიც, იმედი მაქვს, კარდინალურად იქნება განსხვავებული მე-19 საუკუნეში მომხდარი ომისგან ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის და გაიმართება თვითმფრინავების, ტანკების, არტილერიის, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემით, ყველა სახის რაკეტით და სხვა იარაღით. რაც, 21-ე საუკუნის საზიზღარი ბოროტების იმპერიის, ამერიკის შეერთებული შტატების უსახელო დაცემას გამოიწვევს“, – აცხადებს დიმიტრი მედვედევი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...