პარასკევი, ივლისი 4, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპაატა მანჯგალაძე ვახტანგ გომელაურს: "ვაჟა-ფშაველას ქვეყანაში ვართ, ვისაც...

პაატა მანჯგალაძე ვახტანგ გომელაურს: “ვაჟა-ფშაველას ქვეყანაში ვართ, ვისაც ერევი, ახრჩობდე არასდროს ყოფილა არც მაგარი ბიჭობა, არც კაცობა და არც ძალა არის რობოკოპების რაოდენობაში”

უწყებაში გყავთ ადამიანები, რომლებსაც ძალადობის გამო აწინაურებენ, ახალისებენ”, – ასე მიმართა “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ შინაგან საქმეთა მინისტრს.

მანჯგალაძის თქმით, სისტემა სწორედ ამ ძალადობაზე დგას

ის რაც კალაძემ იკადრა დღეს, რომ თითქოს ელისაშვილმა ის უნდა მიიღოს რაც დაიმსახურა, არ ჯდება არც სამართალში და არც მორალში, ეს არის ჯუნგლის კანონში ქვეყნის გადაყვანა, რომ ან მოერევი ან მოგერევიან. ასეთი სისტემა გვინდა?

დღეს თქვენ მოხვედით პარლამენტში, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და ვსაუბრობთ ძალადობაზე, უწყებაში გყავთ ადამიანები, რომლებსაც ძალადობის გამო აწინაურებენ, ახალისებენ. ყველამ ნახა ფაქტები ვიწრო ქუჩებში როგორ უსაფრდება და არბევს პოლიცია სახლში მიმავალ ახალგაზრდებს.

ასევე უმძიმესი ფაქტი, რამდენიმე პოლიციელი ხალისით იღებდა ვიდეოს როგორ სცემენ ალეკო ელისაშვილს, რატომ? – როსგვარდიელები ხართ რომ მერე აჩვენოთ შეფს და დაგვაწინაურებენ, პრემიას მოგცემენ? ეს არ არის ძალადობის წახალისება?

მე რომ ვიღებდე გადაწყვეტილებას მინიმუმ დროებით მაინც შევუჩერებდი ამ ადამიანებს უფლებამოსილებას, რომ სხვამ არ გაბედოს მსგავსი ფაქტი.

ვაჟა-ფშაველას ქვეყანაში ვართ, ვისაც ერევი, ახრჩობდე არასდროს ყოფილა არც მაგარი ბიჭობა და არც კაცობა. დანაშაულია წაქცეულს რომ ურტყამ და არ ჩერდები, ამის გამო წესით, თავმოყვარე მინისტრი უნდა გადადგეს. ხვალ შეიცვლება ხელისუფლება და თქვენც გინდათ რომ იგივე სტანდარტით მოგექცნენ? ამას ამკვიდრებთ? ამას უწყობთ ხელს?

გამოძიება არ მიდის, იქონიეთ თავმოყვარეობა და დაგმეთ მაინც მაგრამ ამას არ გააკეთებთ რადგან თქვენი სისტემა სწორედ ამ ძალადობაზე დგას”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რუსეთის ჩვენზე თავდასხმის წლისთავისთვის, პროვინციალური ტირანია ამზადებს დიდ ღალატს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საფრთხეებზე მიანიშნებს: "ის, ვინც...

“საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ ჩაიჯ*ამთ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

“ბოლო სერიაში ესენი მაინც ყველა შემთხვევაში გარბიან. ნებისმიერი სცენარით” – ნინო ჯანგირაშვილი მმართველ გუნდზე

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოლიტ-სცენარი: "ბოლო სერიაში ესენი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ვიღაცამ საჯაროდ დამაჯერებლად უნდა ახსნას, თუ როგორ და რა რესურსებით აპირებს ასეთ მოცემულობაში ხელისუფლების...

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს აფიქსირებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: "არჩევნების...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...